კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შიდა ქართლის რეგიონში მეორე ტური მხოლოდ ხაშურის მუნიციპალიტეტში გაიმართება

28 ოქტომბერი, 2017
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

ხაშურის მუნიციპალიტეტში თვითმმართველობის არჩევნებში რვა მერობის კანდიდატი იღებდა მონაწილეობას. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მათგან ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ გაიმარჯვა პირველ ტურში. 

ხაშურის მუნიციპალიტეტის მოქმედ გამგებელს და ,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" მერობის კანდიდატს გიორგი გურასპაშვილს არჩევნებზე მისული ამომრჩევლების 42.24%-მა დაიჭირა მხარი, 18.48%-ით მეორე ადგილზე გავიდა დამოუკიდებელი მერობის კანდიდატი რამაზ ნოზაძე. ხაშურის მუნიციპალიტეტში მეორე ტური სწორედ გურასპაშვილსა და ნოზაძეს შორის გაიმართება. არჩევნების პირველი ტურის შედეგებით გურასპაშვილმა 7 550 ხმა მიიღო, ნოზაძემ კი 3 003 ხმა.

,,როდესაც მეორე ტური ინიშნება კმაყოფილი ვერ ვიქნები, თუმცა ეს არის დემოკრატიული პროცესი, საკმაოდ კონკურენტუნარიან გარემოში მოგვიწია ბრძოლა. კმაყოფილი ვარ მაჟორიტარი კანდიდატების შედეგებით, ვემზადებით მეორე ტურისთვის და გამარჯვებისთვის“,- აცხადებს სახელისუფლებო პარტიის მერობის კანდიდატი და მოქმედი გამგებელი გიორგი გურასპაშვილი.

ხაშურის მუნიციპალიტეტის დამოუკიდებელი მერობის კანდიდატი მეორე ტურში მისი მხარდამჭერების რიცხვის ზრდას ელოდება. რამაზ ნოზაძის თქმით, ხაშურში მოსახლეობამ გამოფხიზლება დაიწყო. 

რამაზ ნოზაძე დამოუკიდებელი მერობის კანდიდატი:,,საკმაოდ ძლიერ ძალას ვებრძოდით, სახელისუფლებო და ფინანსური რესურსის გათვალისწინებით შედეგი ჩემთვის  დამაკმაყოფილებელია. არჩევნების შედეგებით ხაშურის მოსახლეობამ დაიწყო გამოფხიზლება, რაც ძალიან მახარებს."

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, პროპორციული სისტემით 4%-იანი საარჩევნო  ბარიერი  ხუთმა საარჩევნო სუბიექტმა გადალახა, კერძოდ: ,,ევროპული საქართველო"-8.45%, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" -20.84%, ,,პატრიოტთა ალიანსი" -10. 24%, ,,საქართველოს ლეიბორისტული პარტია" -8.33%,  ..ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" - 46.05%.  შესაბამისად,   ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აღნიშნული სუბიექტების წარმომადგენლები დააკომპლექტებენ. 

რაც შეეხება მაჟორიტარულ ოლქებს, 16 ოლქიდან 14 მართველი პარტიის კანდიდატებმა გაიმარჯვეს, ორში კი დამოუკიდებელმა კანდიდატმა. 

ხაშურის #35 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, იმედო ლაცაბიძის განცხადებით, საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა. მისივე თქმით, არც საუბნო და არც საოლქო საარჩევნო კომისიაში, არცერთი საჩივარი არ დაწერილა. საარჩევნო კოდექსის თანახმად, მერის არჩევნების მეორე ტური ინიშნება პირველი ტურიდან არაუგვიანეს 25-ე დღისა.

ახალი ამბები