კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრი მთავარი პროკურატურის ახალი დეპარტამენტის საქმიანობას შეისწავლის

11 ნოემბერი, 2017
 
ადამიანის უფლებათა ცენტრმა დაიწყო ახალი პროექტი, რომლის მიზანია საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის საქმიანობის მონიტორინგი და მისი საქმიანობის გაუმჯობესების ხელშეწყობა. 

სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი მთავარ პროკურატურაში საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 13 თებერვლის #62 ბრძანებით შეიქმნა.

ადამიანის უფლებათა ცენტრს მთავარი პროკურატურის ახალ დეპარტამენტთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. ადამიანის უფლებათა ცენტრს წარმოებაში აქვს 25 საქმე, რომლებიც პატიმართა წამებას, არაადამიანურ და ღირსების შემლახველ მოპყრობას და იძულებას  ეხება.   მათ შორისაა ყოფილი პოლიტპატიმრების საქმეები, რომელთა გამოძიებაც ახალ დეპარტამენტში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მუხლით მიმდინარეობს. ორგანიზაციის ადვოკატები მონაწილეობენ დაკითხვებში, რომელიც ახალ დეპარტამენტში იმართება, ასევე, სასამართლო პროცესებზე წარმოადგენენ დაზარალებულების ინტერესებს. 

კვლევის ფარგლებში, ადამიანის უფლებათა ცენტრი ახალი დეპარტამენტის მუშაობას სხვადასხვა მეთოდით შეაფასებს. მონიტორინგი განხორციელდება მთავარი პროკურატურიდან საჯარო ინფორმაციის გამოთხოვით, პროკურორებთან, ადვოკატებთან და მოსამართლეებთან გასაუბრებითა და სასამართლო პროცესების მონიტორინგის გზით. პროექტის მიმდინარეობისას ორგანიზაცია დააკვირდება განაჩენების გადასინჯვის სასამართლო  განხილვებს.  ასევე - აქტიურად ითანამშრომლებს სახალხო დამცველთან და არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციასთან „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“. 

კვლევის შედეგად გამოვლენილი პრობლემებისა და შემუშავებული რეკომენდაციების ადვოკატირებას ადამიანის უფლებათა ცენტრი და კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ განახორციელებს საქართველოს პარლამენტთან, მთავრობასთან,  პროკურატურის ორგანოებთან და სხვა სამიზნე ჯგუფებთან.

პროექტი „მთავარი პროკურატურის ახალი დეპარტამენტის საქმიანობის მონიტორინგი“ ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ მხარდაჭერით განხორციელდება.
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები