კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრი 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მონიტორინგის შედეგებს წარმოადგენს

28 ნოემბერი, 2017
 
1 დეკემბერს, 14:00 საათზე, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის საკონფერენციო დარბაზში ადამიანის უფლებათა ცენტრი წარმოადგენს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მონიტორინგის შედეგების ამსახველ ანგარიშს ქართულ და ინგლისურ ენებზე. ასევე, გაიმართება ადამიანის უფლებათა ცენტრის ვიდეოსტუდიის - hridc.tv-ს მიერ გადაღებული ფილმის ჩვენება. 

2017 წლის 21 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლები საქართველოს ორ რეგიონში დააკვირდნენ:  1. კახეთის რეგიონში, საგარეჯოს, თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში; 2. შიდა ქართლის რეგიონში, გორის მუნიციპალიტეტის კონფლიქტისპირა სოფლებში.
 
მონიტორები საარჩევნო პროცესს უბნის გახსნიდან ხმების დათვლის პროცედურების დასრულებამდე და საბოლოო ოქმის შევსებამდე აკვირდებოდნენ. საარჩევნო დღის განმავლობაში დამკვირვებელთა მიერ მოწოდებული ინფორმაცია აღმოჩენილი დარღვევების შესახებ ოპერატიულად ქვეყნდებოდა ორგანიზაციის ინტერნეტ-გაზეთში - www.humanrights.ge, ქართულ და ინგლისურ ენებზე და მიეწოდებოდა სხვადასხვა მედიასაშუალებებს.

ადამიანის უფლებათა ცენტრის ორენოვან ანგარიშში ასახულია ინფორმაცია საარჩევნო პროცესის დაკვირვებისას აღმოჩენილი დარღვევებისა და სხვა მიგნებების შესახებ. ანგარიშში წარმოდგენილია რეკომენდაციები როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და საქართველოს პარლამენტისადმი. 

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მონიტორინგი ადამიანის უფლებათა ცენტრმა ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ მხარდაჭერით განახორციელა. ხოლო ფილმი გადაღებულია აშშ-ის ფონდის - NED-ის მხარდაჭერით.

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები