კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

18 - თვიანი პატიმრობის დასასრული

28 ნოემბერი, 2017
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

ცხინვალის იზოლატორიდან 18-თვიანი პატიმრობის შემდეგ  გათავისუფლებული  გიორგი გიუნაშვილი მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანს, ვისაც მისი უდანაშაულობის სჯეროდა და მის გათავისუფლების საკითხში  წვლილი შეიტანა.
 
გიუნაშვილი 2016 წლის  8 ივნისს ოკუპირებულ დისევში დააკავეს და ცხინვალის სასამართლომ  დივერსიულ-ტერორისტული საქმიანობისთვის 20- წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. წელიწად-ნახევრის  განმავლობაში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფარგლებში, ერგნეთში გამართულ ყველა შეხვედრაზე გიუნაშვილის უდანაშაულობის შესახებ საუბრობდა და  გათავისუფლების საკითხს აყენებდა. გიუნაშვილის გათავისუფლებას ქართული მხარე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების (IPRM) ჯგუფის შეხვედრებზეც მოითხოვდა.

ცხინვალის დე-ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებმა გიუნაშვილი ქართულ მხარეს 26 ნოემბერს, ერგნეთის ბლოკ-საგუშაგოსთან გადასცა. გათავისუფლების პროცესს სოფელ ერგნეთში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრის აპარატის და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

,,გიუნაშვილი დააკავეს 2016 წლის 8 ივნისს და მისი გათავისუფლება რამდენიმე თვიანი მოლაპარაკებების შედეგად მოხერხდა. გიუნაშვილის გათავისუფლება არის დადებითი ფაქტი, რომელიც პოზიტიურ იმპულსს მისცემს, როგორც ერგნეთის ინცინდენტების და მათზე რეაგირების ფარგლებში გამართულ შეხვედრებს, ასევე საერთაშორისო მოლაპარაკებების ჟენევის ფორმატს", -აღნიშნა  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, კახაბერ ქემოკლიძემ.

ცხინვალის დე-ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადების მიხედვით, ბიბილოვს საქართველოს მოქალაქის გათავისუფლების მოთხოვნით აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ მიმართა, იმ მიზნით, რომ ის შემდგომ ქართულ ციხეში მყოფ აფხაზ პატიმარზე გადაეცვალათ.

აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი. მისი თქმით, გიუნაშვილი არ გაუცვლიათ, არამედ იგი გაათავისუფლეს: „გიუნაშვილის გათავისუფლება ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგია და ამ პროცესში აქტიურად მონაწილეობდა აფხაზური მხარეც”.

ახალი ამბები