კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორის საკრებულოში მმართველი პარტიის რიგებში ცვლილებაა

28 ნოემბერი, 2017
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" პროპორციული სიის პირველმა ნომერმა, გელა კაპანაძემ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მანდატი დატოვა და თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოში გადაინაცვლა. კაპანაძემ გორის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის თანამდებობა დაიკავა, მის ნაცვლად კი საკრებულოში მიხეილ ვახტანგაშვილი შევა.

24 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე,  კაპანაძის საკრებულოს წევრობის დატოვების შესახებ,  განაცხადი ცნობად მიიღეს. როგორც საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე აცხადებს, მომდევნო სხდომაზე  გელა კაპანაძის ადგილმონაცვლის, მიხეილ ვახტანგაშვილის უფლებამოსილებას ცნობენ. 

გორის მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა კაპანაძის გარდა კიდევ ორი მოადგილე დანიშნა - ალექსი მარიამიძე და ეკატერინე სუხიშვილი.

ახალი ამბები