კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბექა შატაკიშვილის ახლობლები დროულ და სამართლიან გამოძიებას მოითხოვენ

28 ნოემბერი, 2017
 
 ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი 

ბათუმში სასტუმრო ,,ლეოგრანდში" ხანძრის შედეგად 11 ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვლილებს შორის ერთი ირანის მოქალაქე იყო,  10 კი - ქართველი, მათგან ერთი გორელი,  22 წლის ბექა შატაკიშვილი იყო, რომლის ცხედარი გორში 26 ნოემბერს გადმოასვენეს. 

ბექა შატაკიშვილი ბათუმის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა და ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის სტიქაროსანი იყო. არსებული ინფორმაციით, ბექა შატაკიშვილის გარდაცვალება ხანძრის დროს წარმოქმნილმა კვამლმა გამოიწვია.
 
ვერა ვართუმაშვილი გარდაცვლილის ოჯახის ახლობელი: ,,ბოლოს ბექამ დედას დაურეკა. დე, მგონი, ვკვდები, ვიხრჩობიო. მეტი ვერაფრის თქმა ვეღარ მოასწრო. დედამისი მაშინვე წავიდა ბათუმში, საავადმყოფოებსა და მის საცხოვრებელ სახლში ეძებდა. შემდეგ მორგში მივიდა იქაც ვერ ნახა. მოგვიანებით სასულიერო პირები დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ ბექა გარდაცვლილი იყო. იგი სამი საათის განმავლობაში ეძებდა შვილს ბათუმში. სად გარდაიცვალა ისიც არ არის დადგენილი- საცურაო აუზში თუ ლიფტში“.

გარდაცვლილის ახლობლები საქმის ობიექტურ და დროულ გამოძიებას მოითხოვენ. მათ ეჭვი აქვთ, რომ სასტუმროში უსაფრთხოების ზომები სათანადოდ არ იყო დაცული, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი თქმით, ხანძრის ეპიცენტრში მყოფი პირები შენობიდან გამოსვლას  შეძლებდნენ.

,,გამოძიება მიმდინარეობს. გარდაცვლილის დედას ნივთები და ტელეფონი არ მისცეს, გამოძიების შემდეგ დაგიბრუნებთ ყველაფერსო, სხვა მეტი არაფერია ჩვენთვის ცნობილი. უნდა გამოიძიონ 11 კაცის მკვლელობა, ეს კი  ტერაქტის ტოლფასია. არ დავტოვებთ უყურადღებოდ ამ საქმეს და  სამართლიან, დროულ გამოძიებას მოვითხოვთ. ერთადერთი შვილი მოუკვდა დედას", – აღნიშნა humanrights.ge-სთან საუბრისას ვერა ვართუმაშვილმა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას – სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვისაც ამ წესის დაცვა ევალებოდა, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი. 

ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო 27 ნოემბერი, საქართველოში, გლოვის დღედ გამოცხადდა.

ბათუმში მოხდარი ტრაგედიის სიმბოლო  სასტუმროს დაბზარული მინა გახდა.  ხანძრის ეპიცენტრში მყოფი პირები გადარჩენას მინის ჩამტვრევით ცდილობდნენ, თუმცა მინა მხოლოდ გაიბზარა.

ახალი ამბები