კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

68 წლის ქალის მკვლელობის ბრალდებით 24 წლის მამაკაცი დააკავეს

11 დეკემბერი, 2017
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლ

4 დეკებერს  გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში 68 წლის ქალი, მის საცხოვრებელ სახლში, გარდაცვლილი მეზობლებმა ნახეს და ადგილზე პოლიცია გამოიძახეს. მეზობლების თქმით,  მკვლელობის ფაქტი სამი დეკემბრის ღამის საათებში მოხდა. გარდაცვლილს კი ცივი იარაღით მიყენებული ჭირილობებები აღენიშნებოდა.

5 დეკემბერს პოლიციაში შევიდა შეტყობინება, რომლის საფუძველზეც კარალეთში სპეცოპერაცია ჩატარდა. სამართალდამცველებმა მკვლელობაში ბრალდებული 24 წლის ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს. როგორც შემდგომ გაირკვა,  მკვლელობაში ბრალდებული სამართალდამცველებს საკუთარმა მამამ ჩააბარა.

,,მამამისი გამოვიდა და თქვა,  რომ მისმა  შვილმა აღიარა  მკვლელობა ჩავიდინეო, ტელეფონს  ითხოვდა, დარეკა პოლიციაში და შეატყობინა რომ მკვლელობა მისმა შვილმა ჩაიდინა“, -აცხადებს ერთ-ერთი მეზობელი.

როგორც ბრალდებულის  მეზობლები ამბობენ, მკვლელობის  მოტივი ამ დრომდე დაუდგენელია.  

,,არ ვიცით,  რის გამო ჩაიდინა დანაშაული.  ახლობლები იყვნენ ერთმანეთისთვის, მათ ოჯახებს ნათლი-მირონობა აკავშირებთ. დანაშული როცა აღიარა,  მამამისმა ჩააბარა პოლიციას.",  - აცხადებს  დალი აკოფია.

შსს სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით,  სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი -   დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

,,შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული ო.რ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 1950 წელს დაბადებულ ნ.პ.-ს მისსავე საცხოვრებელ სახლში ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და მიიმალა. ნ.პ. მიყენებული ჭრილობის შედეგად, შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა",-  ნათქვამია შსს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ახალი ამბები