კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ხაშურის მუნიციპალიტეტში

21 ნოემბერი, 2017
 
 ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

არჩევნების შედეგები და ამომრჩევლის აქტივობა

12 ნოემბერს ხაშურის მუნიციპალიტეტში გამართული თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგებით მუნიციპალიტეტის გამგებელი ,,ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი გიორგი გურასპაშვილი გახდა.  მას 10 224  ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი, რაც 61,31%-ს შეადგენს. დამოუკიდებელ მერობის კანდიდატს - რამაზ ნოზაძეს 38,69%-მა,  6 453 ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი.

ხაშურის საარჩევნო ოლქში რეგისტრირებული 48 963 ამომრჩევლიდან, არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა 34,66%-მა,  16 973 ამომრჩეველმა მიიღო.  პირველ ტურში ამომრჩეველთა აქტივობა 39,34% იყო. 

საარჩევნო პროცესი და გამოკვეთილი ხარვეზები

საარჩევნო პროცესი უმნიშვნელო ხარვეზებით მიმდინარეობდა, ხაშურის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე მისულმა ამომრჩეველმა, ბიულეტენი გადასატან ყუთში ჩააგდო.

,,მალევე გამოსწორდა ეს ხარვეზი, გაიხსნა გადასატანი ყუთი და შემდეგ  დაილუქა“,- აცხადებს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იმედო ლაცაბიძე.

არჩევნების დღეს ხაშურის მუნიციპალიტეტის  ორი საჩივარი დაიწერა.  ერთი საიას დამკვირვებელმა  #32 ტაშისკარის საარჩევნო უბანზე დაწერა, სადაც შემაჯამებელ ოქმს კომისიის ერთ-ერთი წევრის ხელმოწერა აკლდა. მეორე საჩივარი ხაშურის #1 საარჩევნო უბანზე სამართლიანი არჩევნების დამკვირვებელმა დაწერა, იგი კომისიის თავმჯდომარის, მდივნის და გადასატანი ყუთზე ზედამხედველი პირისთვის დისციპლინარული პასუხისმგბელობის დაკისრებას ითხოვდა. ხაშურის საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივრების განხილვის დროს, კომისიამ მხოლოდ ტაშისკარის საარჩევნო უბანზე დაწერილ საჩივარზე მოახდინა რეაგირება და იმ კომისიის წევრს ვისი ხელმოწერაც აკლდა შემაჯამებელ ოქმს ხელფასი სრულად დაუქვითა.

   არჩევნების შედეგებზე საარჩევნო სუბიექტები

შემირცხვენია მე ის ხაშური რომელმაც გურსპაშვილს მიყიდა თავი- ეს განცხადება ხაშურის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა რამაზ ნოზაძემ  გააკეთა, რომელიც,   არჩევნების წინასწარი შედეგების თანახმად, დამარცხდა სახელისუფლებო კანდიდატთან და მოქმედ გამგებელთან.  

გურასპაშვილმა ხაშურის ამომრჩევლებს ხელმეორედ გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

,,არჩევნები დასრულდა ჩემი გამარჯვებით, ,,ქართული ოცნების" გამარჯვებით, და ამისთვის მინდა, მადლობა გადავუხადო ხაშურის მაცხოვრებლებს, მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ამომრჩეველსა და ყველა ხაშურელს", - განაცხადა გურასპაშვილმა.

ინციდენტი ხაშურში 

არჩევნების პირველადი შედეგების გაცნობის შემდეგ ,,ქართული ოცნების"  მერობის კანდიდატის გიორგი გურასპაშვილის გამარჯვება, საარჩევნო შტაბის წევრებმა ავტომობილების მსვლელობით და სიგნალებით აღნიშნეს. ინცინდენტი იმ ადგილზე მოხდა,  სადაც   რამაზ ნოზაძის საარჩევნო შტაბი იყო განთავსებული. ,,ქართული ოცნების" მხარდამჭერებმა საახალწლო ასაფეთქებელი საშუალებები ესროლეს რამაზ ნოზაძის ოფისს. ხმაურზე  ოფისიდან გამოვიდნენ რამაზ ნოზაძის მხარდამჭერები და ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას. ხაშურში მთელი დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ ქართული მარშის წარმომადგენელები, რომლებმაც რამაზ ნოზაძეს გამოუცხადეს მახადაჭერა და დაპირისპირების დროს მივიდნენ ნოზაძის ოფისთან.   ადგილზე სიტუაცია პოლიციის მისვლის შემდეგ განიმუხტა.

შსს–მ ქართული ოცნების და რამაზ ნოზაძის შტაბის წევრებს შორის მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126–ე მუხლით დაიწყო.

ახალი ამბები