დღეს, 13:00 საათზე, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლში პრესკონფერენციას გამართავენ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები - მიხეილ რამიშვილი და ადამიანის უფლებათა ცენტრის იურიდიული სამსახურის უფროსი, თამარ ავალიანი, რომელიც სააპელაციო სასამართლოში ეიცავს დეკანოზ გიორგი მამალაძის ინტერესებს.
პრესკონფერენცია ეხება 11 დეკემბერს #9 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელთა მხრიდან არსებული კანონმდებლობის დარღვევით ადვოკატისთვის საქმიანობის ხელშეშლისა და დეკანოზ გიორგი მამალაძის პირადი, კონფიდენციალური ინფორმაციის გამღჟღავნების ფაქტს.
მისამართი: თბილისის, აკაკი გახოკიძის ქ. 11ა, 0 სართული - თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის საკონფერენციო დარბაზი
ადამიანის უფლებათა ცენტრი