კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორში საბავშვო ბაღის გაქურდვის ბრალდებით შსს–მ ერთი პირი დააკავა

21 იანვარი, 2018
 
 ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

17 იანვარს, ქალაქ გორში,  №1 საბავშვო ბაღის თანამშრომლებს საბავშვო ბაღი გაქურდული დახვდათ. კერძოდ კი, დირექტორის სამუშაო ოთახში ორი ლეპტოპი და ერთი ტელევიზორი აღარ იყო. ბაღის დირექტორის ლალი ბაიაძის თქმით, საბავშვო ბაღის შენობაში შეღწევა შენობის უკანა მხრიდან, ფანჯრიდან მოხდა. 

საბავშვო ბაღის შენობაში, მთელი დღის განმავლობაში, საგამოძიებო ღონისძიებები ტარდებოდა, რამაც სასწავლო პროცესის შეფერხება გამოიწვია. 
18 იანვარს შსს-მ განცხადება გაავრცელა და საბავშვო ბაღში მომხდარი ქურდობის ფაქტი გახსნილად გამოაცხადა. შსს მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქურდობის ბრალდებით 1989 წელს დაბადებული ერთი პირი დააკავეს. გამოძიება ქურდობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ახალი ამბები