კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი საფრთხეშია

23 იანვარი, 2018
 
თბილისში, ისნის ქუჩა №2-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომელიც საცხოვრებელ სახლს წარმოადგენს, ინგრევა. ამასთან, საფრთხე ემუქრება საცხოვრებელი სახლის მცხოვრებთ და სახლის მიმდებარედ, ქუჩაში გამვლელ ადამიანებსაც. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ავარიულ მდგომარეობაშია: სახურავიდან ჩამოდის წყალი, არსებობს აივნებისა და კედლების ჩამოშლის საშიშროება. სახლი ექვემდებარება სასწრაფო დემონტაჟს, რის შემდეგაც იგი პირვანდელი სახით უნდა აღდგეს.

არსებულ პრობლემასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ცენტრს სამართლებრივი დახმარებისათვის მიმართა ისნის ქ. №2-ის მცხოვრებმა, ნანა სარაშვილმა. ადამიანის უფლებათა ცენტრმა რამდენჯერმე მიმართა ქალაქ თბილისის მერიას, პრობლემის შესახებ ინფორმირებულია  თბილისის განვითარების ფონდი და ისნის მუნიციპალიტეტის გამგეობა. ადგილზე მდგომარეობის შესასწავლად იმყოფებოდა ისნის გამგებელიც, მაგრამ პრობლემის აღმოსაფხვრელად აქამდე არანაირი ქმედითი ღონისძიება არ გატარებულა.

ქალაქ თბილისის მერმა 2017 წელს პროექტ „ახალი ტფილისის“ მეორე ეტაპის დაწყება დააანონსა, რომელიც  ორბელიანისა და გუდიაშვილის მოედნების აღდგენა-რეაბილიტაციას მოიცავს. თბილისის განვითარების ფონდის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, თბილისის მერიის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით არ არის გათვალისწინებული ისნის ქ №2-ში მდებარე საცხოვრებელი სახლისთვის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება.

თბილისის განვითარების ფონდის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, კულტურულ მემკვიდრეობის ძეგლთა რანჟირებული სიით, ისნის ქუჩა №2-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს მინიჭებული აქვს 70 ქულა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სახლი სასწრაფოდ დემონტაჟს და ახლიდან პირვანდელი სახით აღდგენას საჭიროებს.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია დაცული იყოს ისნის ქუჩა №2-ში მდებარე სახლის მცხოვრებთა სიცოცხლის უფლება. ამასთანავე, ორგანიზაციას მიაჩნია, რომ არ უნდა განადგურდეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და მისი დემონტაჟი და შემდგომი რეაბილიტაცია უნდა განხორციელდეს კანონით დადგენილი წესით, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან შეთანხმებული პროექტით.

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები