კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლები მთავარი პროკურატურის ახალი დეპარტამენტის ხელმძღვანელებს შეხვდნენ

31 იანვარი, 2018
 
25 იანვარს ადამიანის უფლებათა ცენტრის ინიციატივით, მთავარ პროკურატურაში შეხვედრა გაიმართა საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის უფროსთან, ირაკლი ნადარეიშვილთან და  დეპარტამენტის უფროსის მოადგილესთან, კოკა კაციტაძესთან. შეხვედრას ასევე, ესწრებოდა მთავარი პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსი სალომე შენგელია. 

შეხვედრაზე მთავარი პროკურატურის წარმომადგენლებს მიეწოდათ ინფორმაცია ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ დაწყებული ახალი პროექტის - „მთავარი პროკურატურის ახალი დეპარტამენტის საქმიანობის მონიტორინგი“ შესახებ, რომლის მიზანია სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის საქმიანობის კვლევა და მისი საქმიანობის გაუმჯობესების  ხელშეწყობა. 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო რიგ აქტუალურ საკითხებს, როგორიც არის: ახალი დეპარტამენტის საქმიანობის მიმართულებები, მუშაობის წესი, დეპარტამენტის თანამშრომელთა რაოდენობა, მათი შერჩევა-დანიშვნის წესი და კრიტერიუმები, დეპარტამენტის მიერ გამოსაძიებელ საქმეთა მისაღებობის კრიტერიუმები და საქმეთა შერჩევის წესი, იმ დანაშაულთა კატეგორია და მათი რაოდენობა, რომელსაც ახალი დეპარტამენტი იძიებს და სხვა.

კვლევის ეფექტიანად და სრულყოფილად განხორციელებისათვის, ადამიანის უფლებათა ცენტრისა და ახალი დეპარტამენტის წარმომადგენლები ურთიერთთანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

კვლევის ფარგლებში, ადამიანის უფლებათა ცენტრი ახალი დეპარტამენტის მუშაობას სხვადასხვა მეთოდით შეაფასებს. მონიტორინგი განხორციელდება მთავარი პროკურატურიდან საჯარო ინფორმაციის გამოთხოვით, პროკურორებთან, ადვოკატებთან, მოსამართლეებთან და დაზარალებულებთან გასაუბრებითა და სასამართლო პროცესების მონიტორინგის გზით. პროექტის მიმდინარეობისას ორგანიზაცია დააკვირდება განაჩენების გადასინჯვის სასამართლო  განხილვებს.  ასევე - აქტიურად ითანამშრომლებს სახალხო დამცველთან და არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციასთან „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“. 

პროექტი „მთავარი პროკურატურის ახალი დეპარტამენტის საქმიანობის მონიტორინგი“ ფონდ „ღია საზოგადოება -  საქართველოს“ მხარდაჭერით ხორციელდება.

ახალი ამბები