კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორის მუნიციპალიტეტის მერს პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციაში ედავებიან

26 იანვარი, 2018
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი 

გორის მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა, უფლებამოსილების მინიჭებიდან რამდენიმე დღეში განაცხადა, რომ მის დაქვემდებარებულ თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოში თანამშრომლები არც პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლდებოდნენ​  და არც დაინიშნებოდნენ:„თანამშრომლებს პოლიტიკური ნიშნით არ დავნიშნავთ და ამას ყველა დაინახავს“. ამ განცხადებამ აქტუალობა ორი თვის შემდეგ შეიძინა, როდესაც რამდენიმე საჯარო მოხელემ მერის წინააღმდეგ გორის რაიონულ სასამართლოს მიმართა და თავზარაშვილის მხრიდან პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა მოითხოვა.

საჯარო მოხელეთაგან, რომელთაც სასამართლოს მიმართეს, ერთ-ერთია ირმა პაპიძე, რომელიც ორი თვითმმართველი ერთეულის გაერთიანებამდე, გორის  მუნიციპალიტეტის გამგეობის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებას ხელმძღვანელობდა. ის წინასაარჩევნო კამპანიის დროს გააქტიურდა და მმართველი პარტიის ადგილობრივი ორგანიზაცია დატოვა. პაპიძემ ონიაშვილს ღიად გამოუცხადა მხარდაჭერა  და ,,შენების მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გახდა. არჩევნები ონიაშვილისა და პაპიძის დამრაცხებით დასრულდა. 

არჩევნებამდე გორის მუნიციპალიტეტის მერიასა და გამგეობაში საჯარო მოხელეების გასაუბრება გაიმართა, რომლის მიზანი საჯარო მოხელეების შეფასებას წარმოადგენდა. შეფასების შედეგებს უნდა განესაზღვრა, ვინ მოხვდებოდა გაერთიანებულ მუნიციპალიტეტში და ვინ ვერა.  გასუბრებაზე ირმა პაპიძემ საუკეთესო შეფასება მიიღო.  

პაპიძე სწორედ მის პოლიტიკურ შეხედულებებს უკავშირებს იმ გარემოებას, რომ მასზე მობილობის წესი არ გავრცელდა და ახალ მუნიციპალიტეტში სამუშაოდ არ აიყვანეს. აღნიშნულ ეჭვს ამაყარებს ის გარემოება, რომ განყოფილების ხელმძღვანელად პაპიძის ნაცვლად მასზე დაბალი შეფასების მქონე პირი დანიშნეს.

„პოლიტიკური ნიშნით მითხრეს უარი დასაქმებაზე. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მე გვერდზე დავუდექი გორის მუნიციპალიტეტის გამგებელ დავით ონიაშვილს. ​ თავზარაშვილმა პირდაპირ მითხრა ვის გვერდზეც იდექი, იმან დაგასაქმოსო და განმიცხადა, რომ ჩემი არდასაქმების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ დავით ონიაშვილის მხარდაჭერა იყო", -აცხადებს პაპიძე.

გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს არ პასუხობს. გორის მერის მოადგილე ალექსი მარიამიძე კი პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციას გამორიცხავს და ამბობს, რომ გორის მერს ახალ მუნიციპალიტეტში არჩევანი უნდა გაეკეთებინა მანამდე არსებული ორი მუნიციპალიტეტიდან, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის ერთი და იმავე განყოფილების ხელმძღვანელებიდან ერთ-ერთზე. 

,,არჩევანი გაკეთდა თითოეული მათგანის საქმიანი რეპუტაციის, თეორიული და პრაქტიკული უნარჩვევების გათვალისწინებით. ორივე შესანიშნავი კადრია, მაგრამ შესანიშნავთა შორის არჩევანი გაკეთდა საუკეთესოზე.კერძოდ კი, თანამდებობაზე ციცინო ორჯონიკიძე დაინიშნა. ის, რომ, თითქოს, ,,შენების მოძრაობის" მხარდაჭერის გამო არ დაინიშნა ქალბატონი ირმა, საფუძველს მოკლებულია", -აცხადებს გორის მერის მოადგილე ალექსი მარიამიძე.

 საკითხის გასარკვევად პაპიძემ  გორის მუნიციპალიტეტის მერისგან წერილობითი განმარტება მოითხოვა. საპასუხო წერილში ვკითხულობთ:,,მობილობის წესით თქვენი გადაყვანა გორის მუნიციპალიტეტში არ მოხდა, თუმცა მობილობის პროცესი მიმდინარეობს და არ დასრულებულა". 

პაპიძის ინტერესებს სასამართლოში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაიცავს. ორგანიზაციის გორის ოფისში პაპიძის საქმეში პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციაზე საუბრობენ. 

ქეთი ბებიაშვილი საია-ის გორის ორგანიზაციის ხელმძღვანელი: ,,ირმა პაპიძის საქმესთან დაკავშირებით ჩვენ მიერ ჩატარდა გარკვეული მოკვლევა. ვინაიდან იგი იყო მაჟორიტარი კანდიდატი ,,შენების მოძრაობიდან" და ასევე, გარკვეულ პრობლემებთან დაკავშირებით ამხილა ,,ქართული ოცნების" ადგილობრივი ორგანიზაცია,  ვხედავთ პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის ნიშნებს".

ბებიაშვილის თქმით, მობილობის პროცესი პაპიძის  მიმართ, ფიზიკურად, არ განხორციელებულა. არ მომხდარა მისთვის იმ თანამდებობის შეთავაზება, რომელზედაც იყო დასაქმებული და არც სხვა ტოლფასი თანამდებობა იქნა შეთავაზებული, რომელიც მისი რანგისა და კვალიფიკაციისთვის იქნებოდა შესაბამისი. 

გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის განყოფილების ყოფილი ხელმძღვანელი ნათია ჭამპურიძე  და იურიდიული სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი რევაზ გოგიაშვილი სახელისუფლებო გუნდში დავით ონიაშვილის მხარდამჭერებად მოიაზრებოდნენ.  პაპიძის  მსგავსად ახალ მუნიციპალიტეტში არც მათი დანიშვნა არ მოხდა, რის გამოც სასამართლოს მიმართეს.   

ნათია ჭამპურიძე: ,,ვიყავი გამგეობის კულტურის განყოფილების ხელმძღვანელი, გორის მერიაში ამავე განყოფილების ხელმძღვანელი ერთი საფეხურით დააწინაურეს ახალ მუნიციპალიტეტში, ამის გათვალისწინებით, კონკურენცია არ არსებობდა, თუმცა, ამის მიუხედავად, მაინც არ დამნიშნეს თანამდებობაზე. ეს შემთხვევა არ მინდა, დავუკავშირო პოლიტიკას, რადგან პოლიტიკურად აქტიური მე არასდროს ვყოფილვარ, თუმცა პასუხი მე თვითონაც მხოლოდ ეს ერთი მაქვს".

,,ამ ეტაპზე, მობილობის წესით, ვერცერთ მოხელეს ვეღარ დანიშნავენ. ყველა სამართლებრივი დრო გასულია, კანონქვემდებარე პროცესი აღარ არის და ამას მართლმსაჯულების წინაშე დავუმტკიცებ", -აცხდებს რევაზ გოგიაშვილი.

გორის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, რომ თანამშრომლების შერჩევა კანონის მიხედვით მიმდინარეობს და სადავო საკითხებთან მიმართებაში სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით იმოქმედებენ. 

ახალი ამბები