კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ენერგოომბუდსმენის მონიტორინგის შუალედური ანგარიში

26 იანვარი, 2018
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

ქალაქ გორიდან ,,სოკარ ჯორჯია გაზის" გამანაწილებელი კომპანიის ,,გორი გაზის" წინააღმდეგ ენერგოომბუდსმენის აპარატში 947 საჩივარი შევიდა, საიდანაც 190 განცხადება, აღმოჩენილი ხარვეზის გამო, ვერ იქნა შესწავლილი - ამის შესახებ, 25 იანვარს გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე, ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა  განაცხადა. ვარდიაშვილის თქმით, განცხადებები აბონენტების ნაწილს უკან დაუბრუნდათ, რადგან  პირადი მონაცემები არასწორად იყო შევსებული. 

,,ჩვენ ოფიციალური წერილით ვაცნობებთ მოქალაქეებს მათი საქმის წარმოების დასრულების შესახებ. საჩივრების შესწავლის დასრულებამდე კი კომპანია მათ ბუნებრივი აირის მიწოდებას ვერ შეუზღუდავს", - განაცხადა ენერგოომბუდსმენმა.

ენერგოომბუდსმენი საჩივრების  ძირითადი ნაწილის შესწავლას  კვლავ აგრძელებს. სალომე ვარდიაშვილის თქმით, იმ აბონენტებს, რომელთა შემთხვევაშიც გაზრდილი და შეუსაბამო გადასახადი დაფიქსირდა, მოკვლეული იქნება მიზეზი, თუ რამ გამოიწვია ხარჯის შეუსაბამოდ ზრდა.

შეგახსენებთ, რომ გორში აბონენტების ნაწილმა, 2017 წლის დეკემბრის თვეში მისული ბუნებრივი აირის გაორმაგებული გადასახადი გააპროტესტა და გაზგამანაწილებელი კომპანია ,,გორი გაზი" გადასახდის ხელოვნურ გაზრდაში დაადანაშაულა.

,,გორი გაზის" მენეჯმენტში განაცხადეს, რომ ცდომილებას ერთეულ შემთხვევებში შესაძლოა ჰქონდეს ადგილი, თუმცა მას არ ექნება მასიური ხასიათი.  

აქციების პარალელურად აბონენტების ნაწილმა განცხადებით ენერგოომბუდსმენს მიმართა, სადაც დეკემბრის თვეში მოხმარებული ბუნებრივი აირის და დარიცხული გადასახადის შედარება მოითხოვა.

ახალი ამბები