01:43, Friday, 23.02.2018
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

არასამთავრობო ორგანიზაციები აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით მთავარ პროკურორთან შეხვედრას ითხოვენ

29.01.2018

 
29 იანვარი, 2018 წელი 

2018 წლის 12 იანვარს  ბელაქნის (აზერბაიჯანი) რაიონულმა სასამართლომ აფგან მუხთარლი დამნაშავედ ცნო წაყენებულ ბრალდებებში და მას  სასჯელის სახით 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის არც ერთი შუამდგომლობა, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა აფგან მუხთარლის უდანაშაულობის დადასტურება. ხელმომწერი ორგანიზაციები მივიჩნევთ, რომ ბელაქნის რაიონულმა სასამართლომ აფგან მუხთარლის მიმართ დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლება. 

ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევიდან უკვე რვა თვეა გასული საზოგადოებისთვის კვლავ უცნობია აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით საქართველოში მიმდინარე გამოძიების დეტალები და შედეგი. სერიოზული კითხვები ჩნდება გამოძიების ეფექტურობასთან დაკავშირებით.  ამ დრომდე საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა მხოლოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საზღვრის დაცვის პოლიციის ხელმძღვანელების თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. ის რომ არ მომხდარა დეტალური განმარტება მომხდართან დაკავშირებით, არ გასაჯაროვებულა ამოღებული ვიდეო-მასალა, კიდევ უფრო ამყარებს ეჭვს გამოძიებაზე პოლიტიკური ზეგავლენის არსებობის შესახებ. დღემდე არ არის სათანადოდ შესწავლილი საქმეში სახელმწიფოს წარმომადგენლების შესაძლო მონაწილეობის საკითხი.

მომხდარის არაეფექტური გამოძიება საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიის იმიჯს, რაც არაერთხელ აღინიშნა საერთაშორისო პარტნიორების მიერ. მეტიც, როგორც ეს ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაშია აღნიშნული, „ევროპარლამენტი გმობს აფგან მუხთარლის თბილისიდან გატაცებას და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, სწრაფად, გამჭვირვალედ და ეფექტურად გამოიძიოს მუხთარლის ძალადობრივი გაუჩინარება“.  

ავტორიტეტული უფლებადამცველი ორგანიზაციის, „ფრიდომ ჰაუსის“ მიერ დემოკრატიის შესახებ გავრცელებულ 2018 წლის ანგარიშში საქართველო კვლავ ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების სიაში რჩება. დასკვნის ძირითად მიგნებებში ერთ-ერთი პირველი მოხვდა აფგან მუხთარლის თბილისიდან გაუჩინარების ფაქტი, ავტორიტარული რეჟიმის საზღვრებს მიღმა წვდომა "დემოკრატიისთვის ყველაზე საგანგაშო საფრთხედ" არის მოხსენიებული: „დევნილი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი გაიტაცეს თბილისიდან ადამიანებმა, რომლებიც, სავარაუდოდ, ქართულად ლაპარაკობდნენ, შემდეგ ის გადაიყვანეს აზერბაიჯანში. ეს აჩენს შეშფოთების საფუძველს, რომ გატაცებაში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ“ - ნათქვამია ანგარიშში

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი, თბილისში 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა, მოგვიანებით კი ის აზერბაიჯანში, ბაქოში აღმოჩნდა დაკავებული. მუხთარლის ჩვენების მიხედვით, ის ქართული პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა და ქართულად მოსაუბრე პირებმა გაიტაცეს, რაც  საქართველოში ამ საქმის ეფექტურ გამოძიებას საერთაშორისო დატვირთვას ანიჭებს. აზერბაიჯანში აფგან მუხთარლის ბრალი წაეყენა საზღვრის უკანონო გადაკვეთის, კონტრაბანდის და მესაზღვრეებისათვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლებით. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დღემდე არ დაკმაყოფილებულა „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის“ და მისი წევრი ორგანიზაციის, „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ მოთხოვნა აფგან მუხთარლისათვის და მისი მეუღლისთვის, ლეილა მუსტაფაევასათვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ასევე არ მომხდარა ეფექტური გამოძიება ლეილა მუსტაფაევასა და აფგან მუხთარლის მეგობრის, დაშგინ აღალარლის სავარაუდო თვალთვალის ფაქტებზე. აღსანიშნავია, რომ ლეილა მუსტაფაევამ გამოძიებას სავარაუდო მოთვალთვალეთა ფოტოებიც წარუდგინა, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით რეაგირება არ მომხდარა. 

აფგან მუხთარლის სავარაუდო გატაცება და მისი წარმოშობის ქვეყანაში გადაყვანა არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს. საქართველო, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ხელმომწერია, ვალდებულია უზრუნველყოს უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ან მოქალაქეობის არმქონე პირთა, მათ შორის, აზერბაიჯანის მოქალაქეთა, უსაფრთხოება საქართველოში და არ დაუშვას მათი იძულებითი გადაცემა წარმოშობის ქვეყანაში, სადაც ისინი შესაძლოა პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებას, წამებას ან არაადამიანურ მოპყრობას დაექვემდებარონ. 

ხელმომწერი ორგანიზაციები ზემოთაღნიშნულის გათვალისწინებით, მივმართავთ: 

საქართველოს მთავრობას:
გაასაჯაროვოს საქართველოში 2017 წლის 29 მაისს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, სავარაუდო გატაცებასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების დეტალები: მათ შორის, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გავრცელდეს საქმეში მითითებული სავარაუდო გატაცების ადგილიდან, ასევე სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან ამოღებული ვიდეო-მასალა. დღემდე საზოგადოებისთვის მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მიხედვით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს; 

საქართველოს პროკურატურას: 
უზრუნველყოს აფგან მუხთარლის საქმეზე დამოუკიდებელი და ეფექტური გამოძიება.
უზრუნველყოს გამოძიების შედეგებისა და მიმდინარეობის თაობაზე  არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მთავარ პროკურორთან შეხვედრა. 
  • თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი (HRHT) 
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRIDC)
  • საფარი 
  • კონსტიტუციის 42-ე მუხლი 
  • მედიის ინსტიტუტი
  • საქართველოს წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT)
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
  • ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო (TI)
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
  • ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
  • ფონდი ღია საზოგადოება საქართველო (OSGF)

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
როგორ შეაფასებთ თბილისის ახალი მერის მუშაობას?
დადებითად უარყოფითად ამ ეტაპზე თავს შევიკავებ

ბლოგი

კუდები გვაკვირვებს
ბოლო დღეების განმავლობაში საზოგადოებისთვის თვალშისაცემია კამპანია „ეს შენ გეხებას“ გააქტიურება. კამპანიის ცნობილ მარკაზე გაჩნდა ახალი წარწერა - „ისევ გვისმენენ - ისევ გვითვალთვალებენ“. ეს
ვრცლად...
მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2018 HRIDC