კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებების საერთაშორისო ფედერაცია (FIDH) და საქართველოში მისი წევრი ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRIDC)

6 თებერვალი, 2018
 
რუსეთ-საქართველოს ომი:
დავიწყებული მსხვერპლები 10 წლის შემდეგ

ცხოვრება ზღვარზე:
დაზარალებულები დამნაშავეთა პასუხისმგებლობის ძიებაში

პარიზი - ჰააგა - თბილისი, 5 თებერვალი, 2018 წ. 
თბილისში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) ადგილობრივი ოფისის გახსნიდან ერთი თვის შემდეგ, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაცია და მისი წევრი ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ცენტრი, დღეს აქვეყნებენ ანგარიშს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის  მსხვერპლთა მდგომარეობის შესახებ. ანგარიშში გამოხატულია შეშფოთება 2008 წლის ზაფხულში ჩადენილი საერთაშორისო დანაშაულების შედეგების განგრძობით ზეგავლენაზე. ვინაიდან კონფლიქტიდან 10 წლის მერეც ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის არავის ბრალი არ წარდგენია ვინაიდან მუდმივად იცვლება გამყოფი ხაზი, რომელსაც არ აღიარებს საერთაშორისო საზოგადოება, ომს გადარჩენილები კვლავ ხდებიან გატაცების, უკანონო დაკავებების და გამოძალვის ყოველდღიური მსხვერპლები. რუსეთის მხრიდან სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან გამოძიების პროცესში თანამშრომლობაზე უარის თქმიდან გამომდინარე, დღეისათვის 2008 წლის ომის მსხვერპლები ვალდებულები არიან, იცხოვრონ მძიმე პირობებში და საშიშ გარემოში, როცა დანაშაულები კვლავ დაუსჯელი რჩება.

2017 წლის 26 ივნისიდან 4 ივლისამდე ფედერაციისა და ცენტრის ერთობლივი მისია ჩავიდა ათობით ქართულ სოფელში წინასწარი მოსამზადებელი პერიოდის შემდეგ. ერთობლივი მისიის დროს გამოიკითხა ომს გადარჩენილი 34 ადამიანი. მისიის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა დღეს თბილისში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, საქართველოს ხელისუფლების, სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მსხვერპლთა წარმომადგენლების თანდასწრებით. 

2008 წლის ზაფხულში შეიარაღებული კონფლიქტის დროს თავდასხმა მოხდა მშვიდობიან მოსახლეობაზე, რა დროსაც დაიღუპნენ ადამიანები; მოსახლეობა იძულებით დევნილობაში წავიდა; მოხდა ეთნიკური ნიშნით ადამიანების დევნა; ამასთანავე, მოხდა მშვიდობისმყოფელებზე მიზანმიმართული თავდასხმა, ქონების განადგურება, მაროდიორობა. ევროკავშირის მისიის ანგარიშის თანახმად, კონფლიქტის შედეგად დაიღუპა 850 ადამიანი და 100 000-ზე მეტი ადამიანი კი საკუთარი სახლიდან დევნილი გახდა.

ათი წლის შემდეგ, ამ კონფლიქტის და სერიოზული საერთაშორისო დანაშაულების შედეგები კვლავ ზეგავლენას ახდენს ადამიანებზე. 

ადმინისტრაციული გამყოფი ხაზი [ABL] სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიასა და დანარჩენ საქართველოს შორის გამყოფი ხაზია. აღნიშნული ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე სამხრეთ ოსეთის რეგიონის ახლოს მცხოვრები ქართველები მუდმივ საფრთხეში და დაძაბულობაში ცხოვრობენ. გამყოფი ხაზი კარგად მონიშნული არაა. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლება მუდმივად ცვლის მას. მისიის დროს ერთ-ერთი რესპონდენტი ამბობდა: „ერთ დღეს შეიძლება დაიძინო საქართველოში და მეორე დილით სამხრეთ ოსეთში გაიღვიძო“. ამდენად, ქართველ ფერმერებს მუდმივად აპატიმრებენ და იტაცებენ კიდეც სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო სამართალდამცველები. მათ ათავისუფლებენ ჯარიმის გადახდის შემდეგ. 2017 წელს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მიმართულებით ე.წ. საზღვრის გადაკვეთისას 327 ადამიანი დააკავეს. მათი 90% სწორედ სამხრეთ ოსეთის ე.წ. საზღვრის გადაკვეთისთვის დააკავეს. ზოგს მძიმე სასჯელიც შეუფარდეს.

უფრო მეტიც, გამოკითხული მსხვერპლები კვლავ ცხოვრობენ მძიმე პირობებში. მათ სახლები და შემოსავლის წყარო (ნაკვეთები, სარწყავი არხი) ჩამოართვეს და წვდომა აღარ აქვთ სამხრეთ ოსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ეკონომიკურ ინფრასტრუქტურაზე. არ მიუღიათ ზარალის ადეკვატური კომპენსაცია. შესაბამისად, ბევრი მსხვერპლი დღეს უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს და ამას ამძიმებს ის გარემოებაც, რომ მათი უმეტესობა მოხუცია.

დაბოლოს, რუსეთის ხელისუფლების მხრიდან გამოძიებასთან თანამშრომლობის ნების არქონა აქარწყლებს 2008 წლის ომის მსხვერპლების იმედს სამართლიანობის აღდგენის მიმართ. რუსეთის ხელისუფლებას რეალურად არ გამოუძიებია 2008 წლის ომის დროს ჩადენილი ომის დანაშაულები და არ აღიარებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამოძიებასაც. მიუხედავად ამისა, ვინაიდან დანაშაულები ჩადენილი იყო საქართველოს ტერიტორიაზე, სასამართლომ დაიწყო გამოძიება და გახსნა საქართველოს დედაქალაქში ადგილობრივი ოფისი 2018 წლის დასაწყისში. 

დღეის მდგომარეობით, რადგან არც ერთი საბრალდებო აქტი არ გამოცემულა, ჩვენი ორგანიზაციები მოუწოდებენ სასამართლოს, თავის პრიორიტეტად აქციოს საქართველოში ორი წლის წინ დაწყებული გამოძიება; გამოყოს საკმარისი რესურსები გამოძიების დასახმარებლად; განახორციელოს სათანადო კომუნიკაცია და დაგეგმოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგია ომის მსხვერპლებთან და დაზარალებულ მოსახლეობასთან მიმართებაში. ჩვენ, ასევე, მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, ჩაატაროს ეფექტიანი გამოძიება ეროვნულ დონეზე და დაისაჯოს ყველა დამნაშავე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს კომპლემენტარულობის პრინციპის შესაბამისად. 

და ბოლოს, ჩვენ ვითხოვთ, 2008 წლის ომის მსხვერპლებს მიეცეთ სათანადო კომპენსაცია და მოხდეს მათი ადეკვატური რეაბილიტაცია. 

წინარე ისტორია: 2016 წლის 27 იანვარს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ დაიწყო გამოძიება 2008 წელს საქართველოს, რუსეთის და სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო შეიარაღბულ ძალებს შორის კონფლიქტზე. ეს იყო სასამართლოს პირველი არააფრიკული კონფლიქტის გამოძიება. სერიოზული ომის დანაშაულები და ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები, ეროვნულ დონეზე საფუძვლიანი გამოძიების არარსებობასთან ერთად, გახდა საფუძველი სასამართლოს გადაწყვეტილებისა, რომ პროკურატურისთვის მიეცა უფლება, დაიწყოს გამოძიება საქართველოში. 

ახალი ამბები