კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პანკისის ხეობას მოსახლეობა მასობრივად ტოვებს

12 თებერვალი, 2018
 
Reginfo.ge
 
ბოლო 4 თვეში პანკისის ხეობის საჯარო სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა. ომალოსა და დუმასტურში სწავლა 60-მა მოსწავლემ შეწყვიტა, დუისში 35-მა, ჯოყოლოსა და ბირკიანში კი 26-მა. ამ ინფორმაციას პანკისის სათემო რადიო WAY ავრცელებს. დირექტორების თქმით, ამის ძირითადი მიზეზი პანკისში მცხოვრები ოჯახების საზღვარგარეთ წასვლაა.

„გასული წლის ზაფხულიდან დაიწყო ეს პროცესი და ამ ბოლო დროს, ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ მოიმატა სკოლიდან წასვლის მსურველთა რაოდენობამ. ძირითადად ახალგაზრდა ოჯახები მიდიან“, - ციტირებს პანკისის სათემო რადიო სოფელ დუისის საჯარო სკოლის დირექტორის, ლილი სვიაკაურის კომენტარს.

2016-2017 წლებში პანკისის სოფელ ომალოს საჯარო სკოლაში 203 მოსწავლე ირიცხებოდა, 2017 წლის 15 სექტემბერის მდგომარეობით კი - 200. სკოლის დირექტორის, ბელა გუნაშაშვილის ინფორმაციით, სექტემბრიდან დღემდე სკოლა 30-მა მოსწავლემ დატოვა.

„როცა ბავშვის გაყვანის შესახებ განაცხადს აკეთებენ, უთითებენ, რომ სამოგზაუროდ მიდიან, მაგრამ უკან ჯერ არავინ დაბრუნებულა. მხოლოდ 2 ოჯახის შესახებ ვიცით, რომ შესაძლოა დაბრუნდნენ“, - აღნიშნავს ომალოს სკოლის დირექტორი პანკისის სათემო რადიოსთან საუბარში.

ბავშვების რაოდენობა შემცირებულია პანკისის ხეობის საბავშვო ბაღებშიც. სოფელ ჯოყოლოს საბავშვო ბაღში 2015 წელს 65 აღსაზრდელი ჰყავდათ, 2016-2017 წლებში ბავშვების რაოდენობა 55-მდე შემცირდა, 2017 წლის სექტემბერში 50 აღსაზრდელი დაარეგისტრირეს,  ბოლო 4 თვეში კი ბაღი კიდევ 10-მა ბავშვმა დატოვა.

ჯოყოლოს საბავშვო ბაღის მენეჯერის ბელა მუთოშვილის თქმით, მასთან საუბარში მშობლები საქართველოდან წასვლის ძირითად მიზეზებს შორის უმუშევრობას, სოციალური პირობების გაუარესებას და უპერსპექტივობას ასახელებენ.

სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, 2018 წლის იანვრის მდგომარეობით, პანკისის ხეობის სოფლებში სოციალურ დახმარებას 2136 პირი იღებს. მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერით, პანკისის 12 სოფელში 6000-მდე ადამიანი ცხოვრობს. 2016 წლის ნოემბრის მონაცემებით, პანკისის სოფლებში სოციალურ დახმარებას 3325 პირი იღებდა. 14 თვეში დახმარების მიმღებთა რიცხვი 1189 ადამიანით არის შემცირებული. სოციალური პირობების გაუარესების ერთ-ერთ მიზეზად პანკისის ხეობაში სოციალური დახმარების შეწყვეტასაც ასახელებენ.

საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში მოკლევადიანი ვიზიტით უვიზოდ გამგზავრების უფლება  2017 წლის 28 მარტიდან გვაქვს.

 
ორიგინალი

ახალი ამბები