კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მუსლიმ პატიმრებს ჰალალის წესით დამუშავებული ხორცპროდუქტები არ მიეწოდებათ

16 თებერვალი, 2018
 
ნათია გოგოლაშვილი

ადამიანის უფლებათა ცენტრის პროექტის, „ქალი და არასრულწლოვანი პატიმრების მდგომარეობის მონიტორინგი საქართველოს პენიტენციურ სისტემაში“, ფარგლებში განხორციელებული ვიზიტების შედეგად, იურისტ-მონიტორების განცხადებით, ერთ-ერთ პრობლემას რელიგიური უმცირესობებისათვის შესაბამისი წესით მომზადებული საკვების მიწოდება წარმოადგენს.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის, ნესტან ლონდარიძის თქმით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მუსლიმ პატიმართა საკვებად არ არის ისლამური წესებითა და რიტუალით დამუშავებული ხორცი და ხორცის პროდუქტები, ჰალალი.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს იურიდიული სამსახურის უფროსის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, პენიტენციურ დაწესებულებებში, შესაბამისი მოთხოვნის ნაკლებობის გამო, ჰალალის წესით დამუშავებული ხორცი და ხორცპროდუქტები მუდმივად არ იყიდება.

„იდენტიფიცირებულია მიმწოდებელი კომპანიები და, ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში, პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული მაღაზიები უზრუნველყოფენ აღნიშნული პროდუქტებით მომარაგებას“, - აღნიშნავს ალექსანდრე დარახველიძე.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის, ნესტან ლონდარიძის განცხადებით, აღნიშნული პრობლემის შესახებ არაერთხელ მიმართა სასჯელაღსრულების სამინიტროს.

„სამინისტრო, არაერთი წერილის მიუხედავად, ინფორმაციას არ გვაწვდიდა. თუმცა, ამ ხნის განმავლობაში, როგორც ჩანს, მათ მიაქციეს ამ პრობლემას ყურადღება. ბოლო კვირების განმავლობაში №6 დაწესებულებაში განხორციელებული მონიტორინგისას  პატიმრებმა გვითხრეს, რომ დაწესებულების მაღაზიაში გასაყიდად შევიდა ჰალალის ნიშნით სოსისი, მაგრამ ფასი არის ძალიან მაღალი, კილოგრამი 30 ლარი ღირს. აქვე აღვნიშნავ, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში განთავსებულ მაღაზიაებში ყველა პროდუქტი მაღალ ფასებში იყიდება. ადამიანის უფლებათა ცენტრი მიიჩნევს, რომ ჰალალის წესით მომზადებული ხორცპროდუქტები მუსლიმი პატიმრების საკვებ რაციონში თავად სამინისტრომ უნდა შეიტანოს და მათ ამხელა თანხის გადახდა არ უნდა უწევდეთ. იგივე პრობლემას ვაწყდებით ქალთა №5 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშიც“, - აცხადებს ნესტან ლონდარიძე.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა დაიწყო პროექტი „ქალი და არასრულწლოვანი პატიმრების მდგომარეობის მონიტორინგი საქართველოს პენიტენციურ სისტემაში“. პროექტის ფარგლებში ორგანიზაციის მონიტორები ახორციელებენ ქალი და არასრულწლოვანი მსჯავრდებულების გამოკითხვებს შესაბამის დაწესებულებებში. პროექტი ასევე ითვალისწინებს, უფასო იურიდიულ დახმარებას, აღმოჩენილი პრობლემების მოგვარების მიზნით.

პუბლიკაცია მომზადდა პროექტის, "ქალი და არასრულწლოვანი პატიმრების მდგომარეობის მონიტორინგი საქართველოში" ფარგლებში, რომელსაც ადამიანის უფლებათა ცენტრი ახორციელებს, ბულგარეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორის პოზიციას, შესაბამისად, იგი არ არის პასუხისმგებელი გამოქვეყნებული მასალის შინაარსზე.

ახალი ამბები