კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბავშვის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტზე მოკვლევა მიმდინარეობს

17 თებერვალი, 2018
 
 ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

ქალაქ გორის №13 საბავშვო ბაღის ერთ-ერთი აღსაზრდელის ბებია აღმზრდელს ბავშვის მიმართ არასათანადო მოპყრობაში ადანაშაულებს. მისი თქმით, როდესაც საბავშვო ბაღიდან ბავშვის გამოსაყვანად მივიდა, შვილიშვილი ატირებული დახვდა.

,,საბავშვო ბაღში რომ მივედი, ბავშვი შემომეხვია და მითხრა, რომ ბაღში აღარ უნდოდა მისვლა. როდესაც მიზეზი ვკითხე, მითხრა, რომ მასწავლებელმა დასჯის მიზნით ოთახში გამოკეტა", -ამბობს მარინა ზერეკიძე.

 არასათანადო მოპყრობაში ბრალდებული პედაგოგი ნანა ტურაშვილი აცხადებს, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ტურაშვილის თქმით, ბავშვს ახლა ამ საკითხზე საუბარი არ სურს. 

ის, რომ 5 წლის ბავშვს საკითხზე საუბარი აღარ სურს, ამას მშობლებიც ადასტურებენ, თუმცა იმასაც აღნიშნავენ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა და რამდენიმე თვის წინ ბავშვის სხეულზე ჩალურჯებული ადგილები აღმოუჩენეს, რაზეც, მათი თქმით, ბავშვმა უთხრა, რომ აღმზრდელმა უჩქმიტა, თუმცა ოჯახი აღმზრდელის ვინაობის დასახელებისგან თავს იკავებს. 

მე-13 საბავშვო ბაღის დირექტორი მზია ზაბახიძე პედაგოგებისა და აღამზრდელების მხრიდან ბავშვების მიმართ, ახლაც და წარსულშიც, არასთანდოდ მოპყრობის ფაქტს გამორიცხავს და აცხადებს, რომ ბავშვები ხშირად მიმართავენ ფანტაზიებს და რაღაცას იგონებენ.

,,ამ ასაკის ბავშვებს ძალიან უყვართ საუბარი, ფანტაზიას მიმართავენ და ათას რაღაცას იგონებენ. ფაქტს გამოვრიცხავ“, -ამბობს  მზია ზაბახიძე.

საბავშვო ბაღში ბავშვის მიმართ სავარაუდოდ მომხდარ არასათანადო მოპყრობის ფაქტს სოციალური მომსახურეობის სააგენტო სწავლობს, რომელსაც აღნიშნული ინფორმაცია გორის მუნიციპალიტეტის მერიის საბავშვო ბაღების მართვის სააგენტომ მიაწოდა.

როგორც გორის მუნიციპალიტეტის მერიის საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორმა, ლიანა კოვზიაშვილმა humanrights.ge-ს განუცხადა, სოციალური სააგენტოს დასკვნის გათვალისწინებით მოახდენენ რეაგირებას.

ახალი ამბები