კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრი აცხადებს კონკურსს რამდენიმე ვაკანსიაზე

18 თებერვალი, 2018
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი აცხადებს კონკურსს რამდენიმე ვაკანსიაზე თბილისში, კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში პროექტის „წყალი ღარიბებისთვის“ ფარგლებში. პროექტს ევროპის კომისიის ფინანსური დახმარებით ახორციელებს გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების კავკასიური ქსელი (CENN), რომლის პარტნიორიც არის ადამიანის უფლებათა ცენტრი.

ინფორმაცია პროექტის შესახებ 

ადამიანის უფლებათა ცენტრი არის გარემოსადცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების კავკასიური ქსელის (CENN) პარტნიორი პროექტში წყალი ღარიბებს, რომელიც დაფინანსებულია ევროკომისიის პროგრამის ფარგლებში: 

ქვეყანაზე დაფუძნებული დახმარების სქემა საქართველოსთვის
პროექტის საბოლოო მიზანია დაიცვას საქართველოს მოწყვლად მულტი-კულტურულ თემებში მოქალაქეების ჯანმრთელობის უფლება და ხელი შეუწყოს ადეკვატური საცხოვრებელი სტანდატების შექმნას.

ადამიანის უფლებათა ექსპერტი

ადამიანის უფლებათა ცენტრი აცხადებს კონკურსს  კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონში არსებული WASH (წყლის, სანიტარიული და ჰიგიენის) სტანდარტებთან დაკავშირებული ადამიანის უფლებების მდგომარეობის კვლევის მომზადებაზე  პროექტის „წყალი ღარიბებისთვის“ ფარგლებში. პროექტს ევროპის კომისიის ფინანსური დახმარებით ახორციელებს გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების კავკასიური ქსელი (CENN), რომლის პარტნიორიც არის ადამიანის უფლებათა ცენტრი. კვლევის მოსამზადებლად ცენტრი იწვევს სამართალმცოდნეს, საერთაშორისო სამართლის სპეციალისტს ან შესაბამისი სფეროს წარმომადგენელს.

სამუშაო ადგილი: თბილისი
კვლევის ღირებულება: 3200 ევრო (დარიცხული) ექვივალენტი ლარებში
ვალდებულებები:
  • ექსპერტი მოამზადებს ქვემო ქართლისა (დმანისის, მარნეულის, თეთრიწყარო, წალკის მუნიციპალიტეტებში) და კახეთის რეგიონების (ახმეტის, საგარეჯოს და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში) მულტი-ეთნიკურ მოწყვლად თემებში არსებულ სკოლებში, საბავშვო ბაღებში, თავშესაფრებსა და სამედიცინო დაწესებულებში WASH-თან დაკავშირებული ადამიანის უფლებების მდგომარეობის ანალიზს. 
  • ექსპერტი პროექტის გუნდთან და ასისტენტთან ერთად განახორციელებს საველე ვიზიტებს შერჩეულ მუნიციპალიტეტებში და ჩაატარებს ადგილზე კვლევას, გამოკითხვებს.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი იურიდიული განათლება (მაგისტრის ხარისხის საერთაშორისო სამართლის) ან მსგავსი სპეციალობით მაგისტრის ხარისხი. 
  • WASH-თან დაკავშირებული ადამიანის უფლებების ან ზოგადად ადამიანის უფლებათა თემაზე კვლევის გამოცდილება;
  • ინგლისური და ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა (წერილობით და ზეპირად)
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
  • ძლიერი ორგანიზაციული უნარები და კომუნიკაბელურობა. კვლევის, მონაცემთა ანალიზის და ანგარიშების მომზადების გამოცდილება და უნარი;
  • სამუშაო პროცესის დროს მოქნილობა (პასუხების გაცემა დროულად/ეფექტური უკუკავშირი პროგრამის შესახებ კომენტარებსა და კითხვებზე) 

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV (ინგლისურ ენაზე), სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე) ორი რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაციასთან ერთად და თქვენს მიერ მომზადებული კვლევის ერთ-ერთი ნიმუში, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: <120>infohridc@gmail.com 26 თებერვლის 18:00 საათამდე. 

გთხოვთ ელექტრონული წერილის თემაში მიუთითოთ პოზიციის დასახელება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. არასრული განაცხადი არ განიხილება. არ მიიღება სატელეფონო ზარები.

*** 
ადგილობრივი კოორდინატორი კახეთის რეგიონში

კახეთის რეგიონში ადგილობრივი კოორდინატორის საქმიანობის კოორდინაციას და ზედამხედველობას გაუწევს ადამიანის უფლებათა ცენტრის ადამიანის უფლებების სპეციალისტი/პროექტის კოორდინატორი. 

სამუშაო ადგილი: ქ. გურჯაანი, კახეთის რეგიონი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ხელშეკრულების ვადა: 27 თვე
საცდელი ვადა: 2 თვე
ხელფასი: 510 ევრო (დარიცხული) ექვივალენტი ლარში

მოვალეობები:
  • კახეთის რეგიონში (ახმეტა, საგარეჯო და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში) პროექტის აქტივობების კოორდინაცია და ეფექტური განხორციელება;
  • დაეხმაროს პროექტის გუნდს კახეთის რეგიონში მისიების დაგეგმვასა და განხორციელებაში, პროექტის სხვადასხვა კომპონენტის დაგეგმვა, განხორციელება და მონიტორინგი
  • აქტიური კომუნიკაცია ადგილობრივ სახელმწიფო და არასახელმწიფო ინსტიტუტებთან
  • სამუშაო გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა
  • მგზავრობის და სხვა ლოჯისტიკური საკითხების კოორდინაცია რეგიონის მასშტაბით;
  •  პროექტის ფარგლებში  დაგეგმილი აქტივობების განხორციელების დროს მოაწესრიგოს შესაბამისი ფინანსური დოკუმენტაცია სათაო ოფისთან შეთანხმებით;
  • საჭიროების შემთხვევაში განახორციელოს სხვა მოვალეობები პროექტის ფარგლებში
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სულ მცირე 3 წლიანი გამოცდილება პროექტის კოორდინაცია/მართვაში;
  • ინგლისური და ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა (წერილობით და ზეპირად)
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
  • ძლიერი ორგანიზაციული უნარები და კომუნიკაბელურობა. 
  • კვლევის, მონაცემთა ანალიზის და ანგარიშების მომზადების გამოცდილება და უნარი;
  • სამუშაო პროცესის დროს მოქნილობა (პასუხების გაცემა დროულად/ეფექტური უკუკავშირი პროგრამის შესახებ კომენტარებსა და კითხვებზე) 
  • კახეთის რეგიონში მუშაობის გამოცდილება და რეგიონში არსებული მდგომარეობის ცოდნა 
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV (ინგლისურ ენაზე), სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე) ორი რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაციასთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: <237>infohridc@gmail.com 26 თებერვლის 18:00 საათამდე. 

გთხოვთ ელექტრონული წერილის თემაში მიუთითოთ პოზიციის დასახელება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. არასრული განაცხადი არ განიხილება. არ მიიღება სატელეფონო ზარები. 

*** 
იურისტი კახეთის რეგიონში

სამუშაო ადგილი: გურჯაანი, კახეთის რეგიონი (დაფარვის ზონა: ახმეტა, ლაგოდეხის და საგარეჯოს მუნიციპალიტეტები)
განაკვეთი: არასრული  
ხელშეკრულების ვადა: 27 თვე
გამოსაცდელი პერიოდი: 2 თვე
ხელფასი: 230 ევროს ექვივალენტი ლარებში (დარიცხული)

მოვალეობები: 
  • მოქალაქეებისთვის იურიდიული კონსულტაციების გაწევა და წარმომადგენლობა სასამართლოში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, სხვა სამთავრობო ან არასამთავრობო ინსტიტუტებში მათი სოციალური და ჯანმრთელობის უფლებების დაცვის მიზნით;
  • სამიზნე ჯგუფებთან გასვლითი შეხვედრების ორგანიზება და ადგილზე პრობლემების ადვოკატირება
  • სარჩელებისა და სხვა დოკუმენტების მომზადება ადგილობრივი სასამართლოებისათვის და სახელმწიფო უწყებებისთვის;
  • საჭიროების შემთხვევაში ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოსთვის განაცხადის მომზადებაში მონაწილეობა კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევასთან დაკავშირებულ საქმეებზე;
  • პოლიტიკის დოკუმენტებისა და საკანონმდებლო წინადადებების მომზადება;
  • ადგილობრივ სამოქალაქო და მედია ორგანიზაციებთან თანამშრომლობა
  • ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებთან თანამშრომლობა და პროექტის ფარგლებში აღმოჩენილი პრობლემების ადვოკატირება;
  • საკრებულოებში სესიების დასწრება და მონიტორინგი, როდესაც წყალთან, სანიტარიასა და ჰიგიენასთან დაკავშირებული საკითხები განიხილება შესაბამის მუნიციპალიტეტებში;
  • დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობა და მათგან შესაბიმისი ინფორმაციის გამოთხოვა;
  • ორგანიზაციის სხვა საქმიანობებში მონაწილეობის მიღება
მოთხოვნები 
  • უმაღლესი იურიდიული განათლება,
  • ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის დამადასტურებელი სერთიფიკატი და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობის დამადასტურებელი მოწმობა (საერთო სპეციალიზაციის მიმართულებით)
  • იურისტად მუშაობის სულ მცირე 4-5 წლიანი გამოცდილება
  • ინგლისური ენის ცოდნა სულ მცირე  B2 დონეზე
  • დამოუკიდებლად და გუნდში მოუშაობის უნარი და მოტივაცია
  • კომპიუტერის საოფისე პროგრამების ცოდნა
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV, სამოტივაციო წერილი (ქართულ ენაზე) და ორი რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  <341>infohridc@gmail.com 
დოკუმენტების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 26 თებერვალი 18:00 სთ. 

გთხოვთ წერილის თემაში მიუთითოთ პოზიციის დასახელება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. არასრული განაცხადი არ განიხილება. არ მიიღება სატელეფონო ზარები 

*** 
იურისტი ქვემო ქართლის რეგიონში

სამუშაო ადგილი: რუსთავი, ქვემო ქართლის რეგიონი (დაფარვის ზონა: დმანისის, მარნეულის, თეთრიწყარო, წალკის   მუნიციპალიტეტები)
განაკვეთი: არასრული  
ხელშეკრულების ვადა: 27 თვე
გამოსაცდელი პერიოდი: 2 თვე
ხელფასი: 230 ევროს ექვივალენტი ლარებში (დარიცხული)

მოვალეობები: 
  • მოქალაქეებისთვის იურიდიული კონსულტაციების გაწევა და წარმომადგენლობა სასამართლოში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, სხვა სამთავრობო ან არასამთავრობო ინსტიტუტებში მათი სოციალური და ჯანმრთელობის უფლებების დაცვის მიზნით;
  • სამიზნე ჯგუფებთან გასვლითი შეხვედრების ორგანიზება და ადგილზე პრობლემების ადვოკატირება
  • სარჩელებისა და სხვა დოკუმენტების მომზადება ადგილობრივი სასამართლოებისათვის და სახელმწიფო უწყებებისთვის;
  • საჭიროების შემთხვევაში ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოსთვის განაცხადის მომზადებაში მონაწილეობა კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევასთან დაკავშირებულ საქმეებზე;
  • პოლიტიკის დოკუმენტებისა და საკანონმდებლო წინადადებების მომზადება;
  • ადგილობრივ სამოქალაქო და მედია ორგანიზაციებთან თანამშრომლობა
  • ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებთან თანამშრომლობა და პროექტის ფარგლებში აღმოჩენილი პრობლემების ადვოკატირება;
  • საკრებულოებში სესიების დასწრება და მონიტორინგი, როდესაც წყალთან, სანიტარიასა და ჰიგიენასთან დაკავშირებული საკითხები განიხილება შესაბამის მუნიციპალიტეტებში;
  • დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობა და მათგან შესაბიმისი ინფორმაციის გამოთხოვა;
  • ორგანიზაციის სხვა საქმიანობებში მონაწილეობის მიღება
მოთხოვნები 
  • უმაღლესი იურიდიული განათლება,
  • ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის დამადასტურებელი სერთიფიკატი და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობის დამადასტურებელი მოწმობა (საერთო სპეციალიზაციის მიმართულებით)
  • იურისტად მუშაობის სულ მცირე 4-5 წლიანი გამოცდილება
  • ინგლისური ენის ცოდნა სულ მცირე  B2 დონეზე
  • დამოუკიდებლად და გუნდში მოუშაობის უნარი და მოტივაცია
  • კომპიუტერის საოფისე პროგრამების ცოდნა
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV, სამოტივაციო წერილი (ქართულ ენაზე) და ორი რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  <447>infohridc@gmail.com 
დოკუმენტების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 26 თებერვალი 18:00 სთ

გთხოვთ წერილის თემაში მიუთითოთ პოზიციის დასახელება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. არასრული განაცხადი არ განიხილება. არ მიიღება სატელეფონო ზარები 

ახალი ამბები