კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რა პრობლემებს უქმნის მოსახლეობას თბილისი-რუსთავის გზის მოდერნიზაციის პროექტი

26 თებერვალი, 2018
 
ნათია გოგოლაშვილი

თბილისი-რუსთავის გზის მოდერნიზაციას საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. პროექტი გულისხმობს თბილისი-რუსთავის ჩქაროსნული გზის მოდერნიზაციას. პროექტის დამფინანსებელი აზიის განვითარების ბანკია. 

ადამიანის უფლებათა ცენტრს დახმარების თხოვნით მომართა რუსთავის გზატკეცილის კორპ. #16ა/ბ მისამართზე მცხოვრებმა მოსახლეობამ, რომელიც აღნიშნავს, რომ მიმდინარე სამუშაოები ზიანს მიაყენებს საცხოვრებელ კორპუსს. მოსახლეობის განცხადებით, შენობის უკანა მხარეს, დაახლოებით, 12 მეტრის დაშორებით იგეგმება რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელი ავტომაგისტრალის მშენებლობა, რამაც შესაძლოა, გამოიწვიოს სავალალო შედეგები. კორპუსი აშენებულია 1968 წელს, დღევანდელი მდგომარეობით კი, მას გასული აქვს ყოველგვარი ექსპლუატაციის ვადები, გააჩნია ბზარები და, კანონის თანახმად, ექვემდებარება დემონტაჟს. 

რუსთავის გზატკეცილის კორპ. #16ა/ბ კორპუსის მიმდებარე ტერიტორია ეკუთვნის კრწანისის რაიონს. როგორც მოსახლეობა აღნიშნავს, მითითებულ  მისამართზე, ცხოვრობს ოთხმოცდაათი ოჯახი, სულადობის მიხედვით კი 374 ადამიანი, ამათგან 24 ოჯახი შეზღუდული შესაძლებლობის - უსინათლო.

„ჩვენ საცხოვრებელ კორპუსი კოროზირებულია და ასევე აქვს მიშენებები, გზის გაყვანის შემთხვევაში კი ჩამონგრევის საშიშროება ძალიან მაღალია. მშენებლობა დიდი ხანია, მიმდინარეობს. ფაქტობრივად დასრულებულია პირველი და მესამე მონაკვეთი და დარჩენილია მეორე მონაკვეთი, სადაც მდებარეობს საცხოვრებელი კორპუსები. მტკვრის ნაპირი მოასუფთავეს, ხოლო მოსახლეობის პროტესტის შემდეგ აღარ შემოიყვანეს მძიმე ტექნიკა“, - აცხადებს ლუკა მელაშვილი.

„თუ მოცემულ ადგილას გავა ავტობანი, გაიკაფება მცენარეული საფარი, შესაბამისად, გამუდმებით იქნება ხმაური და მტვერი, რაც მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ცუდად აისახება. ასევე, რადგან ბინებში არის ობი და ნესტი, აუცილებელია ფანჯრის გაღება და განიავება, თუმცა ეს ვეღარ მოხერხდება მტვრისა და ხმაურის გამო. მტვერმა შესაძლოა, გამოიწვიოს ბევრი დაავადება, ყოველივე ამით კი საფრთხე შეექმნება მოსახლეობის ჯანმრთელობას, სიცოცხლესა და საკუთრებას. მოსარჩელეები აღიარებენ გზის პროექტის მნიშვნელობას, მაგრამ შიშობენ, რომ პროქტის თანმდევი შედეგები ცუდად აისახება მათ მდგომარეობაზე. მათი მტკიცებით, უსაფრთხოების რისკის გამო, საჭიროა მათი სხვა ადგილას განსახლება“, - აცხადებს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი, ეკა ქობესაშვილი.

იურისტის თქმით, 2016 წლის 17 მაისს, მოსახლეობამ, წერილობითი განცხადებით, მიმართა საქართველოს მუნიციპალიტეტის განვითარების ფონდის დირექტორს, ბატონ ჯუანშერ ბურჭულაძეს. 2016 წლის 21 ივნისს, პასუხად მიიღო სმგს-ის წერილი, რომ გააგრძელებდნენ მოსახლეობასთან თანამშრომლობას და მაქსიმალურად დაიცავდნენ მათ ინტერესებს. 

„ჩვენ არაერთხელ მივმართეთ წერილობით მუნიციპალური განვითარების ფონდს, მაგრამ მათი პასუხი არის ბუნდოვანი და ბელეტრისტიკა და სხვა არაფერი. რაც შეეხება საქმის არსებით დეტალების განხილვას, ისინი თავს არიდებენ. რეალურად ჩვენ ვიღებთ ფრაგმენტულ ინფორმაციას, რაც დასკვნის გაკეთების საფუძველს არ იძლევა“, - აღნიშნავს ლუკა მელაშვილი.

მოსახლეობამ 2016 წლის 17 მაისს, ასევე განცხადებით, მიმართა აზიის განვითარების ბანკის საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორს, იეშიმ ელჰან კაილარს: „მივმართეთ აზიის განვითარების ბანკს, რომ სანამ საბოლოდ არ გაირკვეოდა ჩვენი საკითხი, ყოველგვარი სამშენებლო სამუშაოები შეჩერებულიყო; ხოლო მათ მყისიერად მოახდინეს რეაგირება“, - აცხადებს ლუკა მელაშვილი.
                                        
აზიის განვითარების ბანკის შესაბამისობის კომისიის ანგარიშში, რომელიც 2017 წლის 13 თებერვალს გამოქვეყნდა, ვკითხულობთ, რომ არსებობს ვიბრაციის ზემოქმედების საშიშროება და, გზის სამშენებლო სამუშაოებით გამოწვეული ვიბრაციის შედეგად, შენობის რყევამ შესაძლოა, დააჩქაროს მისი ნგრევის პროცესი. ანგარიშში აღნიშნულია, რომ მშენებლობა ამ მოსახლეობას მიაყენებს ზიანს. 

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ 2017 წლის 10 ნოემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ:
„ზემოქმედების ქვეშ მყოფი პირების ექვსმა ჯგუფმა, რომლებიც ფონიჭალის მაცხოვრებლებს წარმოადგენენ, SUTIP 3-ის ფარგლებში ორი საჩივარი გაუგზავნა  OSPF-ს და საჩივრების განხილვის ოფისს  (OCRP). საჩივრებში ეს პირები ირწმუნებიან, რომ ისინი არ იყვნენ სათანადოდ ინფორმირებული კონსულტაციების გზით პროექტის ზემოქმედების თაობასა და შემოთავაზებულ შემარბილებელ ღონისძიებებზე. CRP-მა მიიჩნია, რომ პროექტი ექვს ასპექტში იყო შეუსაბამო: ხმაურის ზემოქმედება, ვიბრაციის ზემოქმედება, ზემოქმედება მოწყვლად ჯგუფებზე, ზემოქმედება წყალზე და მდინარის ეკოლოგიაზე, კონსულტაციები და პროექტის გარემოსდაცვითი კატეგორიზაცია. 2017 წლის 30 ივნისს, ADB-ის საბჭომ დაამტკიცა  „გამოსასწორებელ ქმედებათა გეგმა“, რათა რეაგირება მოეხდინა OCRP-ში შემოსულ საჩივარზე  და შესაბამისობის მდგომარეობაში  დაებრუნებინა პროექტი. სამოქმედო გეგმის პირველ საფეხურებს წარმოადგენდა ხმაურთან, ვიბრაციასთან და მდინარის ეკოლოგიაზე ზემოქმედებასთან დაკავშირებული კვლევებისა და ასევე, მიზნობრივი კონსულტაციების ჩატარება. პროექტის შესაბამისობის  აღსადგენად და CRP-ის ანგარიშის დასკვნების პასუხად, ADB-მა და მგფ-მა გადაწყვიტეს ინტეგრირებული მიდგომის განხორციელება, რაც მოიცავს  ხმაურის ზემოქმედების და მდინარის ეკოლოგიაზე ზემოქმედების დამატებით კვლევას და ასევე განმეორებით მიზნობრივ კონსულტაციებს თემის დონეზე, განსაკუთრებული აქცენტით მოწყლვად ჯგუფებზე“, - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის განცხადება.

ამ ეტაპისთვის დამატებითი კვლევების პასუხები ცნობილი არ არის. ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის, ეკა ქობესაშვილის განცხადებით, მოსარჩელეების მოთხოვნას წარმოადგენს საცხოვრებელი ბინებიდან განსახლების სანაცვლოდ, შესაბამისი ფულადი კომპენსაციის მიღება, ბინების კვადრატული აზომვით. 
 
იურისტმა თბილისის მერიას მიწერა განცხადება, რომელმაც აღნიშნული განცხადება კრწანისის რაიონის გამგეობაში გადაამისამართა. გამგეობიდან კი შემდეგი პასუხი მოვიდა: „გამგეობის ინფორმაციით, არსებობს შესაბამისი დასკვნა, რომ რუსთავის გზატკეცილი #16ა/ბ მისამართზე მდებარე კორპუსს თბილისი-რუსთავის დამაკავშირებელი ავტომაგისტრალის მშენებლობით არ ემუქრება ნგრევის საფრთხე“, - განცხადებას ხელს აწერს კრწანისის რაიონის გამგებელი ლევან ჯაფარიძე. 

„კრწანისის რაიონის გამგეობიდან მიღებული წერილის თანახმად, ირკვევა, რომ გამგეობას სათანადოდ არ ააქვს შესწავლილი და გამოკვლეული საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მაშინ, როდესაც საქმე ეხება ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.  ასევე, გამგეობა არ საუბრობს და არ უთითებს კონკრეტულ დასკვნაზე, რითიც უტყუარად იქნება დადაგენილი, რომ თბილისი-რუსთავის დამაკავშირებელი ავტომაგისტრალის მშენებლობით რუსთავის გზატკეცილის კორპ. #16ა/ბ-ს შეექმნება ნგრევის საფრთხე“, - აცხადებს იურისტი ეკა ქობესაშვილი.

თბილისი-რუსთავის საავტომობილო გზის პროექტი დაყოფილია 3 ქვეპროექტად: პირველი ქვეპროექტი ითვალისწინებს თბილისსა (გულუას ხიდი) და ფონიჭალას დასახლებას (ქვემო ფონიჭალა) შორის არსებული მონაკვეთის მოდერნიზაციას და ამ მონაკვეთზე არსებული 2-ზოლიანი საავტომობილო გზის გაფართოებას 6-ზოლიანად. მეორე ქვეპროექტი უშუალოდ ფონიჭალის დასახლებას ეხება და ამჟამად დამუშავების პროცესშია. მესამე ქვეპროექტი კი ითვალისწინებს ფონიჭალა-რუსთავის 2-ზოლიანი საავტომობილო გზის გაფართოებას 4-ზოლად.

ახალი ამბები