კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორის საბავშვო ბაღები - ავტორიზაციისთვის, დევნილები კი გამოსახლებისთვის ემზადებიან

28 თებერვალი, 2018
  ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებმა ავტორიზაციის გასავლელად სამზადისი უკვე დაიწყეს, მიუხედავად იმისა, რომ ავტორიზაცია 2020 წლისთვის არის დაგეგმილი. გორის მუნიციპალიტეტის მერიამ, გორის საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოსთან ერთად, ავტორიზაციისთვის სამოქმედო გეგმა უკვე დასახა. გეგმის მიხედვით, პირველ ეტაპზე, საბავშვო ბაღის შენობები იმ ოჯახებმა უნდა დატოვონ, რომლებიც 2008 წლის საომარი მოქმედებების შემდეგ შეასახლეს. 

იმ საბავშვო ბაღებს, სადაც შენობის ნაწილში სასწავლო პროცესი მიმდინარეობს, მეორე ნაწილი კი საცხოვრებლად არის გამოყენებული, ავტორიზაციის გავლაზე პრობლემა შეექმნებათ.

საბავშვო ბაღებში შესახლებული ოჯახების სტატუსი ამ დროისთვის გაურკვეველია, საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოში ამბობენ, შენობაში შესახლებული ოჯახების გამოსახლება უნდა მოხდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში საბავშვო ბაღები ავტორიზაციას ვერ გაივლიან.

ქალაქ გორის №1 ბაგა-ბაღის შენობა დევნილთა ყველაზე დიდი ჩასახლება იყო. შენობაში დღესაც რთული სიტუაციაა, რადგან  20 ოჯახი ისევ ცხოვრობს. ეს ოჯახები სოფლების: ზარდიაანთკარის, ნიქოზის, ფლავის მაცხოვრებლები არიან, რომლებსაც არა აქვთ დევნილის სტატუსი, როგორც ამბობენ,  მათი ბინები ომის დროს დაზიანდა და საცხოვრებლად გამოუყენებელია.

საბავშვო ბაღებში შესახლებული ოჯახები შენობის დაცლის წინააღმდეგი არ არიან, თუმცა ხელისუფლებისაგან ომის დროს დანგრეული სახლების აღდგენას ითხოვენ.

გორის #1 საბავშვო ბაღის დირექტორი ლალი ბაიაძე humanrights.ge - სთან საუბარში ამბობს, რომ საკითხი ისე უნდა გადაწყდეს, რომ არცერთი მხარე არ უნდა დაზარალდეს. 

,,ბაგა-ბაღების რეფორმა მიმდინარეობს და საჭიროა ყველა ბაგა-ბაღი პასუხობდეს იმ მოთხოვნებს, რასაც ახალი კანონპროექტი ითხოვს. ჩვენ ვერ გავივლით აკრედიტაციას ამ მდგომარეობით. ავტორიზაცია 2020 წლიდან იწყება, გვრჩება ძალიან ცოტა დრო, რომ ბაგა-ბაღი მოვიყვანოთ მოთხოვნების შესაბამისობაში. სიტუაცია საკმაოდ რთულია. მე, როგორც ბაღის დირექტორი, ვალდებული ვარ მოვითხოვო საბავშვო ბაღში მაცხოვრებელი ოჯახების გაყვანა, მაგრამ როგორც პიროვნება, ლალი ბაიაძე, მათაც ვუჭერ მხარს. მათ, როგორც ამბობენ, ყველაფერი დაკარგეს. კიდევ ვიმეორებ, არ ვიცი, რატომ, მაგრამ მე მათი სიტყვების მჯერა. ასევე მჯერა ჩვენი ქალაქის მერის, რომ გაითვალისწინებს აღნიშნულ სიტუაციას და ორივე მხარის ინტერესებს დაიცავს. მე, როგორც ბაგა-ბაღის დირექტორი, დამენანება გორში გაუქმდეს, ვერ გაიაროს აკრედიტაცია პირველმა ბაგა-ბაღმა,  რომელიც ყველაზე დიდი კონტინგენტით - 9 ჯგუფით ფუნქციონირებს. დაგვეხმარეთ მშვიდობიანად, ადამიანების გულისტკივილის გარეშე, დაუბრუნდეთ ბავშვებს №1 ბაგა-ბაღის შენობა", - აცხადებს ბაიაძე.

გორის მუნიციპალიტეტის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის განცხადებით, საბავშვო ბაღში შესახლებულ ოჯახებს შეისწავლიან და მერია შედეგების გათვალისწინებით იმოქმედებს. კონსტანტინე თავზარაშვილის თქმით, არცერთი ოჯახი, გამოსახლების შემდეგ, არ დარჩება ღია ცის ქვეშ.

ახალი ამბები