23:10, Sunday, 24.06.2018
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

1 მაისიდან საზოგადოებრივ ადგილებში მოწევა აიკრძალება

05.03.2018

 
ნათია გოგოლაშვილი

წამზომი ჩართულია - კამპანიამ „გავთავისუფლდეთ თამბაქოს კვამლისგან!“ სტარტი 28 თებერვლიდან აიღო. კანონმდებლობის იმპლემენტაციისათვის შემუშავებული საკომუნიკაციო სტრატეგია მიზნად ისახავს მოსახლეობის და ბიზნეს სექტორის, ორგანიზაცია-დაწესებულებების მაქსიმალურ ინფორმირებას, მობილიზებასა და პროცესში თანამონაწილეობის გაძლიერებას, რათა 1-ლი მაისისათვის ასამოქმედებელ ცვლილებებს ყველა მაქსიმალურად მომზადებული შეხვდეს.

„თამბაქოს კონტროლის“ შესახებ კანონის დანერგვის საკომუნიკაციო კამპანია -„გავთავისუფლდეთ თამბაქოს კვამლისაგან“ - საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის სამდივნომ  გახსნეს.

საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტმა 2017 წლის 17 მაისს დაასრულა თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის რეფორმა და მიიღო გაძლიერებული რეგულაციები. თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელის გიორგი ბახტურიძის თქმით, ამ ცვლილებების მიზანია მოქალაქეთა დაცვა თამბაქოს კვამლის ფატალური ზეგავლენისაგან.

„მრავალწლიანმა ერთობლივმა ბრძოლამ როგორც იქნა გამოიღო ნაყოფი და პარლამენტმა მიიღო მტკიცე პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომლის აღსრულებაც ორ თვეში იწყება. დღეს იხსნება საინფორმაციო-საკომუნიკაციო კამპანია. იმედია, ეს კამპანია იქნება ფართომასშტაბიანი და რაც შეიძლება მეტი ადამიანი იქნება ჩართული. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსახლეობასა და ბიზნეს ოპერატორებს მიეწოდოს სრულფასოვანი ინფორმაცია. იკრძალება მოწევა ყველა დახურული ტიპის შენობაში, გარდა საცხოვრებელი სახლის, კაზინოებისა და სიგარა ბარებისა. იმედი გვაქვს, რომ კაზინოებსა და სიგარა ბარებში უახლოეს მომავალში აიკრძალება მოწევა, რადგან იქაც არიან ჩვენი თანამოქალაქეები დასაქმებულები, რომლებიც არ ეწევიან და კრიტიკულად მძიმე, მონურ პირობებში მუშაობენ. ამ ეტაპზე, ტრანსპორტიდან გამონაკილისი ტაქსია. ეკონომიკის სამინისტრო საკმაოდ გააფრთრებული იბრძოდა ამ გამონაკლისისთვის. ახლა უკვე გაიხსნა გზა, თბილისის მერიამ გამოაცხადა, რომ ტაქსების ბიზნესის ლიცენზირება მოხდება. ამიტომ ჩვენ მოვუწოდებთ ქალაქის მერს, თამბაქოს აკრძალვის ნორმა შეიტანოს რეგულაციებში“, - აცხადებს თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელი, გიორგი ბახტურიძე. 
„პირველი მაისიდან ჩვენი მწეველი მოქალაქეები გამოვიდნენ გარეთ და მოწიონ. ამისათვის მათ აქვთ მთელი საქართველოს ტერიტორია, 68 ათასი კვადრატული კილომეტრი და მხოლოდ და მხოლოდ ძალიან მცირე ტერიტორიაზე იქნება მოწევა აკრძალული. ისევ და ისევ მათი თანამოქალაქეების საკეთილდღეოდ, მათი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის გადასარჩენად“, - აღნიშნა პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალური საკითხების კომიტეტის თავმჯდომარემ.

საქართველოში თამბაქოს ეპიდემიის მაღალი მაჩვენებელია: აქტიური მწეველი- 33%-ია, პასიური მწეველი - 39%. მოსახლეობის 2/3 კვამლის ზეგავლენის ქვეშ იმყოფება. საქართველო თამბაქოს ეპიდემიის მხრივ, მსოფლიოში მე-12, ხოლო ევროპაში მე-2 ადგილზეა; ასევე, კვლევებით დასტურდება, რომ სკოლებში მე-10 კლასელებიდან მინიმუმ ყოველი მერვე (12%) რეგულარული მწეველია, ყოველ მეორეს გაუსინჯავს თამბაქო, ხოლო ყოველ მეხუთეს (19%) გაუსინჯავს ელექტრონული სიგარეტი. ყოველწლიურად თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული ახალი დაავადებით - 70 000 ადამიანი ავადდება და გარდაცვლილთა რაოდენობა - 11 000-ს შეადგენს. აქედან 300-მდე ბავშვია.

„ჩვენი დღევანდელი და მომდევნო დღეების ღონისძიებების მთავარი მიზანი იქნება საზოგადოებრივი ცნობიერების გაზრდა. უტყუარი და დადასტურებული ინფორმაცია გვაქვს, თუ რა ზიანს იწვევს და რამდენ სიცოცხლეს იწირავს თამბაქო. მე გულწრფელად მჯერა, რომ გავა ცოტა დრო და თამბაქოს კონტროლი, თავისი მნიშვნელობით, ჯანდაცვაში გაუტოლდება ისეთ ინტერვენციებს, როგორიც იყო თავის დროზე ანტისეპტიკა, ანტიბიოტიკის აღმოჩენა, ვაქცინაცია. მე მჯერა, რომ, თავისი მნიშვნელობითა და მასშტაბით, თამბაქოს კონტროლი დადგება ამ უმნიშვნელოვანესი მიღწევების გვერდით. ჩვენ რეალურად შევძლებთ, რომ გადავარჩინოთ ათასობით ადამიანის სიცოცხლე“, - განაცხადა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ.

ქართული საკანონმდებლო რეფორმა  საერთაშორისო პრაქტიკით აღიარებული 20 ეფექტიანი საკანონმდებლო ღონისძიებებიდან 11 ღონისძიებას მოიცავს, რაც აღნიშნულ ცვლილებებს შთამბეჭდავს ხდის. მოწევის აკრძალვა ყველა საზოგადოებრივ შენობასა და ტრანსპორტში, რეკლამის, სპონსორობისა და პოპულარიზაციის ყველა ფორმის აკრძალვა, კოლოფებზე პიქტოგრამების დატანა და მისი ფართობის გაზრდა, ელექტრონული სიგარეტების და დასატენი კონტეინერების რეგულირება, სტანდარტიზებული შეფუთვა, ადმინისტრირების მოქნილი და ეფექტიანი მექანიზმის  დადგენა და სხვა მნიშვნელოვანი შეზღუდვები არის სახელმწიფოს მიერ გადადგმული სწორი ნაბიჯები ჯანმრთელობის ხელშეწყობის მიმართულებით.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ემხრობით თუ არა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას?
კი არა არ ვიცი

ბლოგი

კუდები გვაკვირვებს
ბოლო დღეების განმავლობაში საზოგადოებისთვის თვალშისაცემია კამპანია „ეს შენ გეხებას“ გააქტიურება. კამპანიის ცნობილ მარკაზე გაჩნდა ახალი წარწერა - „ისევ გვისმენენ - ისევ გვითვალთვალებენ“. ეს
ვრცლად...
მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2018 HRIDC