04:57, Saturday, 15.12.2018
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ცხინვალის დე-ფაქტო მთავრობის ახალი ბრალდება

05.03.2018

 

(პროტესტის ნიშნად  შეწყვეტილი შეხვედრა)

ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

„ინციდენტების პრევენციისა და მათზე  რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრები ერგნეთში მას შემდეგ განახლდება, რაც ტატუნაშვილის ცხედარს გადმოგვცემენ და საქართველოს ორ მოქალაქეს გამოუშვებენ ოკუპირებული ახალგორის ტერიტორიიდან“, -  ეს განცხადება სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, კახაბერ ქემოკლიძემ პირველ მარტს ერგნეთში გამართული შეხვედრის, პროტესტის ნიშნად, დატოვების შემდეგ გააკეთა. 

ქემოკლიძის თქმით, შეხვედრაზე ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან კონკრეტული პასუხები ვერ მიიღო მთავარ საკითხებზე, თუ კონკრეტულად როდის გადასცემს საოკუპაციო რეჟიმი არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს მის ოჯახს და ოკუპირებულ ტერიტორიის დატოვების უფლებას როდის მისცემენ ლევან ქუტაშვილისა და იოსებ პავლიაშვილს. 

,,ვიდრე არ იქნება ეს ინფორმაცია, საქართველოს ხელისუფლება ვერ ხედავს აზრს შეხვედრის გაგრძელებაში",-  ამბობს ქემოკლიძე. 
ცხინვალის დე-ფაქტო მთავრობის წარმომადგენელს, ბორის ჩოჩიევს,  ქართულ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. 

სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თქმით, შეხვედრაზე ე.წ. “სამხრეთ ოსეთის“ წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ცხინვალში არის, ხოლო მასალები რუსეთის საექსპერტო ბიუროშია გადატანილი და ცხედრის გადმოსვენება ექსპერტიზის პასუხის მიღებამდე ვერ მოხდება. 

კახაბერ ქემოკლიძის განცხადებით, ერგნეთში შეხვედრა მას შემდეგ გაგრძელდება, რაც საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნები დაკმაყოფილდება.

ერგნეთში გამართული შეხვდრის დასრულებიდან რამდენიმე წუთში, ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციისა და ბეჭდვის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარემ საგანგებო ბრიფინგი გამართა და გარდაცვლილ არჩილ ტატუნაშვილს ახალი ბრალდება წაუყენა, რომლის თანახმად, მას დივერსიული აქტების დაგეგმვაში ადანაშაულებენ. მტკიცებულებად კი ახალგორის რაიონში ადგილობრივების მიერ ხიდის ქვეშ აღმოჩენილი თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა დაასახელა.

„ასაფეთქებელი მოწყობილობა შედგებოდა მაგნიტის ნაჭრების, ასაფეთქებელი ნივთიერებისა და სადენებისგან. ეს ყველაფერი ერთმანეთზე და აგრეთვე მობილურ ტელეფონზე იყო მიმაგრებული საიზოლაციო ლენტით“, - ამბობს მარია კოტოევა ,,რესთან" საუბარში.

მისი თქმით, დივერსიული აქტები  ,,სამხრეთ ოსეთში" რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის იგეგმებოდა, რომელიც საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარების დესტაბილიზაციას ემსახურებოდა. 

 რა ვითარებაში გარდაიცვლა არჩილ ტატუნაშვილი? 

არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს სამხრეთ ოსეთის დე- ფაქტო რესპუბლიკის მიერ კონტროლირებად ახალგორში დააკავეს. 23 თებერვალს უკვე ვრცელდება ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ. ცხინვალის დე-ფაქტო მთავრობის საგამოძიებო უწყებების ინფორმაციით,  არჩილ ტატუნაშვილმა ცხინვალის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანის დროს სცადა ერთ-ერთი თანმხლების იარაღის დაუფლება, რაც ბადრაგების საპასუხო ქმედებებით, კერძოდ, ფიზიკური ძალითა და სპეცსაშუალებებით იქნა აღკვეთილი. ამის შემდეგ კი არჩილ ტატუნაშვილმა წონასწორობა დაკარგა, კიბეზე დაეცა, ცხინვალის საავადმყოფოში მიყვანისას კი გულის უკმარისობით გარდაიცვალა. 

აღნიშნულ ვერსიას უნდობლობას უცხადებენ როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრები, ისე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები. საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას ინფორმაციით კი, არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალის საავდმყოფოში უკვე გარდაცვლილი მიიყვანეს. 

ცხინვალის დე- ფაქტო მთავრობის მიერ, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, გავრცელებული განცხადებების მიმართ უნდობლობას რამდენიმე გარემოება უწყობს ხელს,  მათ შორის, ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემის გაჭიანურება და ასევე, საქართველოს ხელისუფლების შეთავაზებაზე უარის თქმა, რომლიც გამოძიების საქმეში დამოუკიდებელი საექსპერტო ბიუროს ჩართვას ეხებოდა.  

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ყოფილხართ თუ არა ოჯახში ძალადობის მსხვერპლი და მიგიმართავთ თუ არა სამართალდამცავებისთვის?
დიახ და მიმიმართავს დიახ და არ მიმიმართავს არ ვყოფილვარ

ბლოგი

უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
1 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ბებია დაიკარგა. უგზო-უკვლოდ დაკარგულთა რიგებს შეუერთდა 73 წლის ბებო, რომლის კვალი საკუთარ სოფელში, ეზოს მახლობლად იკარგება. 
ვრცლად...
კუდები გვაკვირვებს
მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2018 HRIDC