კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნების საქმის სასამართლო განხილვას დაესწრება

9 მარტი, 2018
 
ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი აქტიურად არის ჩართული თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმის სასამართლო განხილვის პროცესში. 2017 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანთა დაპირისპირებას, ორი მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვა მიმდინარეობს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესაბამისად, რომლის თანახმად, სასამართლო პროცესის სხდომები დახურულია. სასამართლო პროცესზე დასწრების ნებართვა აქვთ მხოლოდ მხარეებსა და მათ ადვოკატებს. 

ერთ-ერთი გარდაცვლილი არასრულწლოვნის მამას, დაზარალებულ ზაზა სარალიძეს თავიდანვე ჰქონდა უფლება, დასწრებოდა დახურულ სასამართლო განხილვებს, მაგრამ მისთვის ბევრი სამართლებრივი საკითხი ბუნდოვანი რჩებოდა და საჭიროებდა იურიდიულ დახმარებას. ამის გათვალისწინებით, ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა ნესტან ლონდარიძემ სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით, სხდომებს დასწრებოდა დაზარალებულის ადვოკატის სტატუსით. სასამართლომ  შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რის შემდეგაც ცენტრის იურისტი ესწრება დახურულ სასამართლო სხდომებს.

მნიშვნელოვანია, რომ ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემდგომ, მოსამართლემ მეორე დაზარალებულის ადვოკატსაც მისცა დახურულ სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება.

ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია, რომ ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანთა მკვლელობა სრულყოფილილად და ობიექტურად უნდა იყოს გამოძიებული. სასამართლო განხილვის შედეგად დამდგარი განაჩენის შემდგომ კი მხარეებს და საზოგადოებას აღარ უნდა დარჩეს კითხვები  სავარაუდო დამნაშავეთა რაოდენობასა თუ სხვა საკითხების შესახებ. 
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები