კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მსჯავრდებულის სასარგებლოდ 25 000 ლარის გადახდა დაეკისრა

24 მარტი, 2018
 
თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ მომზადებული სასარჩელო მოთხოვნა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლის სასარგებლოდ, 25 000 ლარის გადახდა დააკისრა, მხოლოდ მორალური ზიანის კომპენსაციის სახით.

ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავს მსჯავრდებულ გ.ჯ.-ს ინტერესებს, რომელიც დაზარალებულად არის ცნობილი სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელთა მხრიდან, 2008-2011 წლებში, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ორ სისხლის სამართლის საქმეში. გ.ჯ. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, წლების განმავლობაში, არაადამიანური მოპყრობისა და წამების მსხვერპლი იყო, რამაც მის ჯანმრთელობაზე მძიმე კვალი დატოვა.

მსჯავრდებული გ.ჯ. სასამართლო გზით ითხოვდა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, რაშიც იურიდიულ დახმარებას ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ეკა ქობესაშვილი  უწევდა. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ხელისუფლების თანმდებობისა თუ საჯარო მოხელეთა მიერ ჩადენილი არც ერთი დანაშაულებრივი ქმედება არ უნდა დარჩეს დაუსჯელი. ხოლო დაზარალებულთა უფლებების აღდგენა და მათი  რეაბილიტაცია  უნდა მოხდეს სამართლიანი სასამართლოს პირობებში.  

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, მხარი დაუჭიროს ახლო წარსულში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლთა სამართლებრივი რეაბილიტაციის ყოველ მცდელობას, რასაც მსხვერპლები თავიანთი ინიციატივით მიმართავენ და სამართლიანად მოითხოვენ მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურებას.

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები