კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა არასრულწლოვანი პატიმრების მდგომარეობა შეისწავლეს

29 მარტი, 2018
 
ადამიანის უფლებათა ცენტრისა და საქართველოს სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის წარმომადგენლებმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულების და №8 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის  დაწესებულების არასრულწლოვან ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა  განყოფილების მონიტორინგი განახორციელეს.  

მონიტორინგი განხორციელდა სახალხო დამცველისა და ადამიანის უფლებათა ცენტრის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს ერთობლივ მონიტორინგს ქალი და არასრულწლოვანი პატიმრების მდგომარეობის შესასწავლად. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის პროექტი - „ქალი და არასრულწლოვანი პატიმრების მდგომარეობის მონიტორინგი საქართველოში“ ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩოს მხარდაჭერით მიმდინარეობს. 

პროექტის მიზანს ქალთა და არასრულწლოვანთა პენიტენციურ და სარეაბილიტაციო დაწესებულებებში არსებული პრობლემების გამოვლენა და მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა წარმოადგენს. 

მონიტორინგის შედეგები და მიგნებები აისახება საბოლოო ანგარიშში, რომელსაც ერთობლივად მოამზადებს ადამიანის უფლებათა ცენტრი და სახალხო დამცველის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტი.

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები