02:06, Friday, 25.05.2018
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

კოჰაბიტაციური ფრაქციები გორის თვითმმართველობაში

20.04.2018

 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგით მეექვსე ფრაქცია შეიქმნა, აქედან სამი ფრაქცია მმართველმა პარტიამ დააფუძნა: ,,ქართული ოცნება, დემოკრატიული საქართველო", ,,მრეწველები" და ,,კონსერვატორები", მეოთხე ფრაქცია ნაციონალურმა მოძრაობამ შექმნა ისე, რომ ფრაქციის დაფუძნებისთვის არცერთი საკრებულოს წევრის დამატება სხვა პარტიიდან არ მოუხდა. ,,ევროპულმა საქართველომ" და ,,შენების მოძრაობა" ერთობლივი ფრაქცია ,,ევროპული შენება" დააფუძნეს. ,,პატრიოტთა ალიანსის" წევრმა თამარ კოდოშვილმა, საკრებულოს დამოუკიდებელ წევრ მერაბ მახარაშვილთან  და ,,ქართული ოცნების" მაჟორიტარ დეპუტატ კახაბერ ედიშერაშვილთან ერთად  რიგით მეექვსე ფრაქცია -  ,,პატრიოტები ხალხის სამსახურში" - დააფუძნეს.  13 აპრილს ფრაქციის დაფუძნებას გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე ხმაური მოჰყვა. 

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" საკრებულოს წევრები ახალ ფრაქციას, შემადგენლობის გათვალისწინებით, მმართველი პარტიის სატელიტად მიიჩნევენ და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფრაქციის თავმჯდომარის სახელფასო ანაზღაურებისთვის ყოველთვიურად 2 000, ხოლო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილისთვის 1 200 ლარი გამოყოფას, გაუმართლებლად აფასებენ.  

​ვასილისა ჯაბახიძე ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" საკრებულოს წევრი: ,,ქართულმა ოცნებამ დამატებითი ფრაქცია შექმნა პატრიოტების სახით. ჩვენ ვნახეთ ბორჯომის მაგალითზე , თუ როგორ გაცვალეს პატრიოტთა ალიანსის წევრები, როგორ გაიყიდნენ და გაცვალეს ღირებულებები. ანალოგიური ხდება გორის თვითმმართველობაში, ამ ფრაქციას შეუერთდა ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატი."

,,პატრიოტთა ალიანსიდან" საკრებულოს წევრმა თამარ კოდოშვილმა, რომელიც  ფრაქცია ,,პატრიოტები ხალხის სამსახურში" თავმჯდომარეა, ,,ნაციონალური მოძრაობის წევრები" პოლიტიკურ სპეკულაციაში დაადანაშაულა.

,,თუ მძიმე ტვირთად აწვება ბიუჯეტს ფრაქციის შექმნა, გააუქმეთ თქვენი ფრაქცია, სულაც არ არის საჭირო, რომ ნაციონალურ მოძრაობას გორის საკრებულოში ფრაქცია ჰქონდეს", - განაცხადა თამარ კოდოშვილმა, რომელმაც მოგვიანებით humanrights.ge-თან საუბარში განმარტა, რომ კახაბერ ედიშერაშვილი,  ,,ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატია, თუმცა იგი პარტიის წევრი არ არის. 

საკრებულოს სხდომაზე ხმაურის განსამუხტავად ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრებს რამდენჯერმე საკრებულოს რეგლამენტის დარღვევაზე მიუთითეს, რაც შეეხება ახალი ფრაქციის შექმნას, მასზე განმარტება ფრაქცია ,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ, მიშა გოგინაშვილმა გააკეთა, რომელმაც ფრაქციის შექმნის წესი ასე განმარტა:

,,ფრაქცია არის პოლიტიკურად ერთ შეხედულებებზე მყოფი ადამინების გაერთიანება, რომელიც საკრებულოში ატარებენ იდეურ- პოლიტიკურს კურსს". მიშა გოგინაშვილის ამ განმარტებას ენმ-ის წევრის, ბექა ქორჩილავას რეპლიკა მოჰყვა, თუ რა იდეოლოგიური ერთობა აქვს ,,პატრიოტთა ალიანს" და ,,ქართულ ოცნებას",  რამაც საკრებულოს სხდომაზე ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება გამოწვია.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
როგორ შეაფასებთ თბილისის ახალი მერის მუშაობას?
დადებითად უარყოფითად ამ ეტაპზე თავს შევიკავებ

ბლოგი

კუდები გვაკვირვებს
ბოლო დღეების განმავლობაში საზოგადოებისთვის თვალშისაცემია კამპანია „ეს შენ გეხებას“ გააქტიურება. კამპანიის ცნობილ მარკაზე გაჩნდა ახალი წარწერა - „ისევ გვისმენენ - ისევ გვითვალთვალებენ“. ეს
ვრცლად...
მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2018 HRIDC