04:08, Monday, 21.10.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

აამუშავეთ აგარა – საპროტესტო მსვლელობა

20.04.2018

 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი
 
შპს ,,აგარის შაქრის ქარხნიდან" გათავისუფლებულმა 500–მდე თანამშრომელმა, 18 აპრილს, პროტესტის 48–ე დღეს,  აგარიდან- თბილისში, მთავრობის კანცელარიამდე, საპროტესტო მსვლელობის გამართვის გადაწყვეტილება მიიღო.    აქციის მონაწილების განცხადებით, რადგან ხელისუფლებამ მათი ხანგრძლივი პროტესტი აგარაში უყურადღებოდ დატოვა, ისინი ჩავლენ თბილისში, მთავრობის კანცელარიასთან და საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრას და რეაგირებას მოითხოვენ.   

,,48 დღის და ღამის განმავლობაში აქცია არ შეგვიწყვეტია, თუმცა რეაგირება არ ყოფილა. ჩვენი მთავარი მოთხოვნა შაქრის ქარხნის ამუშავება და  გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში აღდგენა კვლავ შეუსრულებელია, სწორედ ამის გამო მივიღეთ საპროტესტო მსვლელობის გამართვის გადაწყვეტილება. ჩვენ ჩავალთ კანცელარიასთან და იქ გავმართავთ აქციებს იმ დრომდე, ვიდრე ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. დღეს დავიწყეთ საპროტესტო მსვლელობა, ფეხით მივდივართ თბილისში, 70 კილომეტრის გავლისთვასაც მზად ვართ, რომ ჩვენი მოთხოვნები დაკმაყოფილდეს", – აცხადებს ზაზა ალბორიშვილი.

საპროტესტო მსვლელობის დაწყებამდე, აგარაში, აქციის მონაწილეებს საქართველოს ეკონომიკისა და განვითარების სამინისტროს წარმომადგენელი და ბიზნესობუდსმენის მოადგილე, ლევან კალანდაძე შეხვდნენ. კალანდაძემ აქციის მონაწილეებს განუცხდა, რომ აგარის შაქრის კომპანია კერძო ბიზნესია და სახელმწიფო პირდაპირ ვერ ჩაერევა.

,,ძალიან ბევრი საკითხია შესათანხმებელი, სახელმწიფო ასე პირდაპირ ვერ ჩაერევა კერძო ბიზნესში და ვერ უბრძანებს ვერაფერს. ამის გათვალისწინებით, გარკვეული კომპრომისული ვარიანტი არის შესამუშავებელი იმისთვის, რომ, ერთი მხრივ, თქვენი ინტერესები იყოს დაცული და,  მეორე მხრივ -  ბიზნესის ინტერესი. ეს საკითხები არის განმაპირობებელი იმის, რომ პროცესი დროში გაიწელა. არის შეხვედრები და მზაობა, რომ კომპრომისული ვარიანტი შემუშავდეს, სახელმწიფოც კომპრომისზე წავა და ინვესტორიც",  – განუცხადა ლევან კალადაძემ აქციის მონაწილეებს, თუმცა ეს განცხადება საკმარისი არ აღმოჩნდა აგარის შაქრის კომპანიიდან გათავისუფლებული თანამშრომლებისთვის და მათ საპროტესტო მსვლელობა დაიწყეს.  

,,უკიდურეს მდგომარეობაში ვართ, გასული წლის ნოემბრის თვის შემდეგ აღარ ვმუშაობთ, ბანკის ვალები გვაქვს, ამ თვეების განმავლობაში რომ ვეღარ შეგვქონდა თანხა, აღსრულება დაიწყეს, სახლში დაგვიყადაღეს ყველაფერი", –აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ბიზნესობუდსმენის მოადგილის, ლევან კალანდაძის განცხადებით, მომავალ კვირაში დაგეგმილია შეხვედრა აგარის შაქრის მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენლებთან, აზერაბაიჯანელ ინვესტორებთან შაქრის ქარხნის ამუშავებასთან დაკავშირებით.  რაც შეეხება საბანკო დავალიანებებს, კალანდაძის ინფორმაციით, ბანკები მზად არიან, გარკვეული დროის განმავლობაში სესხები გადაუვადონ. 

აგარის შაქრის მწარმოებელი კომპანიის ადმინისტრაციამ საწარმოში სამუშაო პროცესის შეწყვეტის შესახებ  19 მარტს განცხადება გაავრცელა, სადაც ვკითხულობთ:

,,2017 წლის 1 ოქტომბრიდან ევროპის ქვეყნებს მოეხსნათ თეთრი შაქრის ექსპორტზე დაწესებული კვოტა, რამაც ახალი ტალღით გაზარდა საქართველოში, ევროპასთან 2016 წლიდან ამუშავებული თავისუფალი ვაჭრობის გამო ისედაც გაზრდილი, თეთრი შაქრის იმპორტის მოცულობა. თეთრი შაქრის მსოფლიო ბაზარზე მიწოდების ამ გაზრდამ განაპირობა ფასების გლობალური შემცირება მასზე. აგარის შაქრის მიერ წარმოებული თეთრი შაქარი კი იმპორტირებულს კონკურენციას ვერ გაუწევდა, რადგან შაქრის ნედლეულის ფასი მსოფლიო ბაზარზე არ შემცირებულა თეთრი შაქრის ფასების ანალოგიურად, ხოლო ქარხნისთვის ნედლეულის გადამუშავების ხარჯები ცხადია იგივე დარჩა, რის გამოც 2017 წლის 1 ნოემბრიდან ქარხანა გავაჩერეთ და გადავიდა კონსერვაციის რეჟიმზე. კომპანიამ ქარხნის თითოეულ თანამშრომელს დამსახურებული მადლობა გამოუცხადა, მათი მონდომებული და დაუღალავი მუშაობისათვის, მაგრამ, სამწუხაროდ, მათთან შრომითი ურთიერთობა შეწყვიტა შრომის კოდექსის შესაბამისი მოთხოვნების სრული დაცვით და გასცა კანონით დადგენილი კომპენსაციები (ერთ მილიონ ლარამდე). მესაკუთრეს, რომელსაც განხორციელებული აქვს ათობით მილიონი ლარის ინვესტიცია დიდი სურვილი აქვს, რომ ქარხანა ამუშავდეს და განაახლოს შაქრის გადამუშავება, რისთვისაც არ იშურებს ძლისხმევას და აწარმოებს მოლაპარაკებებს როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელ ხელისუფლებასთან. ქარხნის შესაძლო ამუშავებისათვის საჭიროა მიღებულ იქნეს რიგი კანონპროექტები კომპლექსური მოქმედებისათვის, რომელიც აშკარაა სწრაფად, მოკლე დროში ვერ მოხდება. ხოლო თუ უახლოეს მომავალში საერთაშორისო ბაზარზე შაქრის ნედლეულის გაიაფება მოხდა, მეპატრონე მზადაა დაუყოვნებლივ აამუშაოს ქარხანა, რაც რეალურად მოსალოდნელია. ანალოგიურად მოვახერხეთ 2017 წლის ივნისში გაჩერებული ქარხნის ამუშავება."

თუ რა შეთანხმება შედგება ხელისუფლებასა და აგარის შაქრის მწარმოებელი კომპანიის მენეჯმენტს შორის ეს უკვე თვის ბოლოს გაირკვევა.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი საწარმოს ამუშავებამდე საპროტესტო გამოსვლებს არ შეაჩერებენ. 

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC