კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოწმეზე სავარაუდო ზეწოლის ფაქტის გამოძიებას მოითხოვს

23 აპრილი, 2018
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი შეშფოთებულია თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირებისას მოკლული ორი არასრულწლოვნის მკვლელობის საქმის გარშემო ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებით. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავს 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე, სკოლის მოსწავლეებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას მოკლული არასრულწლოვნის, დავით სალარიძის ოჯახის ინტერესებს. 
ორი არასრულწლოვნის მკვლელობაში ბრალდებულების სასამართლო პროცესი დახურულია, რის გამოც საქმის სასამართლო განხილვის თაობაზე საზოგადოება მოკლებულია სრულყოფილ ინფორმაციას.

ბოლო პერიოდში ერთგვარ პრაქტიკად დამკვიდრდა, რომ მაღალი საჯარო ინტერესის მქონე საქმეები ან დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს ან მხარეებს გაუთქმელობის ხელწერილზე აქვთ ხელი მოწერილი და საქმის დეტალებზე საუბარს ვერ ახერხებენ. ასეთ ვითარებაში, მედია კულუარულად იღებს და ავრცელებს ინფორმაციას, რაზეც საზოგადოებას არაერთგვაროვანი რეაქცია აქვს. 

სხვა გახმაურებული საქმეებისგან არასრულწლოვანი ბრალდებულების სასამართლო პროცესი იმით განსხვავდება, რომ პროცესი ავტომატურად იხურება და საქმე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად იმართება. ეს კი პრაქტიკულად გამოიცხავს საქმეზე ეფექტიან საზოგადოებრივ კონტროლს.

ბოლო დღეებში მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ხორავას ქუჩის საქმეზე დაკითხულ მოწმე მ.კ -ზე შესაძლოა, ზეწოლა ხორციელდება პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის მირზა სუბელიანის მხრიდან. მედია ეყრდნობა კონფიდენციალურ საინფორმაციო წყაროს, რომლის თანახმად, მას შემდეგ, რაც მ.კ.-მ სასამართლო დაკითხვისას მის მიერვე წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენებები რადიკალურად შეცვალა, მასთან სახლში ბიძა, ყოფილი პროკურორი მირზა სუბელიანი მივიდა და შეცვლილი ჩვენების გამო პასუხი მკაცრად მოსთხოვა. სუბელიანი მ.კ.-ს ოჯახში ორ პროკურორთან ერთად იმყოფებოდა და მ.კ.-სგან 13 აპრილს ჩანიშნულ სასამართლო სხდომაზე ჩვენების კიდევ ერთხელ შეცვლა მოითხოვა. 

დაზარალებული და ბრალდებულების ადვოკატებიც ადასტურებენ, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირების საქმეზე მიმდინარე სასამართლო სხდომებზე საქმის მთავარმა მოწმემ ჯერ გამოძიებაში მიცემული ჩვენება შეცვალა და მასზე და მის ოჯახის წევრზე განხორციელებულ ზეწოლაზე, მათ შორის ფიზიკურ ზეწოლაზე ალაპარაკდა, ამის შემდეგ კი სასამართლოს ერთ-ერთ წინა სხდომაზე მიცემული ჩვენებაც შეცვალა. 

სასამართლო პროცესების მიმდინარეობა ცხადყოფს, რომ საგამოძიებო ორგანომ, დაუდგენელი მიზეზით, საქმე სრულყოფილად და ობიექტურად არ გამოიძია და სასამართლოს საქმე არასრულად გამოძიებული გადასცა განსახილველად. სწორედ ეს გარემოება იწვევს ყოველ სასამართლო სხდომაზე მოწმეთა მიერ გამოძიებაში მიცემული შვენებების შეცვლას, რასაც პროკურატურა ცდილობს, ჩვენების დაზუსტებად განმარტოს. ეს გარემოებები კი მოწმეთა ჩვენებების ბუნდოვანებაზე მეტყველებს და დაზარალებული მხარისა და საზოგადოების სამართლიან უნდობლობას იწვევს. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმართავს მთავარ პროკურატურას, დროის უმოკლეს ვადაში შეისწავლოს, ვინ და რა სახით ცდილობდა საქმის მთავარ მოწმეზე ზეწოლას. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები