კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქონების რეგისტრაციის პრობლემა საოკუპაციო ხაზთთან

25 აპრილი, 2018
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიცში, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებმა ილია ბერუაშვილმა სარაჯო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან სასამართლო დავა დაიწყო. დავის მიზეზი კი მიწის ნაკვეთის რეგისტრაციაზე უარის თქმა გახდა.

 ილია ბერუაშვილის განცხადებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო იმ მიწის ნაკვეთს არ ურეგისტრირებს, რომელიც მის საკუთარებაშია, თუმცა საჯარო რეესტრის ელექტრონულ ბაზარში არ არის დარეგისტრირებული.  საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტომ ილია ბერუაშვილს რეგისტრაციაზე უარის მიზეზი წერილობით აცნობა, სადაც წერია, რომ მისი ნაკვეთი გორის მუნიციპალიტეტის საზღვრებს სცილდება და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარეობს და ამის გათვალისწინებით, ვერ დაურეგისტრირებენ.

„საჯარო რეესტრში კაბინეტებში მსხდომები გუგლის საძიებო სისტემით ნახულობენ მიწის ნაკვეთს. ეს ჩემი აზრია და, სავარაუდოდ, არ ვცდები, რადგან გუგლის საძიებო სისტემაში არასწორად არის ტერიტორიები მონიშნული, კერძოდ კი, სამხრეთ ოსეთის საზღვარი. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მომცა ცნობა რომ  ეს ტერიტორია, რომელსაც მე ვფლობ და ვამუშავებ, იქ საკადასტრო კოდია მითითებული, ნამდვილად არის ჩემს განკარგულებაში და  ოკუპირებულ ტერიტორიაზე  არ მდებარეობს. ახლიდან გადავიღე სურათები, გავაკეთე აზომვები და წარვადგინე საჯარო რეესტრში, რომელსაც დავურთე ცნობაც, რომ ნაკვეთი ოკუპირებული არ არის, მაგრამ რეგისტრაციაზე მაინც უარი მივიღე ", -აცხადებს ილია ბერუაშვილი, რომლის ინტერესებს სასამართლოში ადამიანის უფლებათა ცენტრის შიდა ქართლის ოფისის იურისტი დაიცავს.

„იმედი მაქვს, სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლის საფუძველზეც დავირეგისტრირებ ქონებას. მსგავსი პრობლემა ჩემს მეზობლებსაც აქვს. ორი პრემიერი  (ივანიშვილი და ღარიბაშვილი) და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დაგვრპირდნენ, რომ დიცის მოსახლეობას დაჩქარებული წესით უნდა დაურეგისტრირდეს მიწის ნაკვეთები და საცხოვრებელი სახლები, მაგრამ დაპირება დაპირებად რჩება. 2013 წლიდან უკვე 5 წელი გავიდა. დაჩქარებულ წესს თუ 5 წელი სჭირდება, მაშინ წარმომიდგენია, სხვა შემთხვევაში რამდენ დროს ანდომებენ. ვწვალობ და ვიბრძვი, შემდეგი ეტაპი არ ვიცი, რა იქნება. ახლა მთავარია სასამართლო რას გადაწყვეტს. იმედი მაქვს, რომ სამართლიან გადაწყვეტილებას გამოიტანს. თუ ეროვნულ დონეზე სასურველ შედეგს ვერ მივიღებ, სტრასბურგამდე მივალ“, - აღნიშნა ილია ბერუაშვილმა.

საკითხისადმი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დამოკიდებულება გაუგებარია ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტისთვის. ალექსი მერებაშვილის განცხადებით, საოკუპაციო ხაზთან არსებული რეალობის გათვალისწინებით სახელმწიფომ ადგილობრივებს ხელი უნდა შეუწყოს საკუთრების რეგისტრაციის პროცესში.

,,ოკუპაცია ეს არის ფაქტობრივი ვითარება. კანონით ტერიტორიის ოკუპირებულად გამოცხადება, თუკი ეს არ შეესაბამება ფაქტობრივ ვითარებას, დაუშვებელია. მოცემულ შემთხვევაში, კერძო მესაკუთრეთათვის საკუთრების უფლების სრული რეგისტრაცია იქნებოდა გარემოება, რომელიც დაადასტურებდა სახელმწიფოს მზადყოფნას, რომ იგი არ აპირებს დაუთმოს ქართული მიწა ოკუპანტს. რეგისტრაცია იქნებოდა გარანტია იმისა, რომ კერძო მესაკუთრემ დაიცვას საკუთრების უფლება უფრო ეფექტურად ოკუპანტისაგან არა მხოლოდ შიდა სამართლებრივი, არამედ საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმებით. ამის საშუალებას კი თავად სახელმწიფო არ აძლევს ილია ბერუაშვილს და ამას საკუთრების უფლების გარანტირებისა და უზრუნველყოფის მოტივით ამართლებს", - აცხადებს ადამიანის უფლებათა ცენტრის შიდა ქართლის ოფისის იურისტი ალექსი მერებაშვილი.

ბერუაშვილი ამბობს, რომ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას ხელისუფლებამ ხელი უნდა შეუწყოს, რათა მათ ე.წ. სასაზღვრო სოფელი არ დატოვონ. იგი დანებებას არ აპირებს და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება. 


ახალი ამბები