კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მსჯავრდებული, თამარ ტალიკაძე შიმშილობას განაგრძობს

15 მაისი, 2018
 
ნათია გოგოლაშვილი

ადამიანის უფლებათა ცენტრს №5 ქალთა პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულმა, თამარ ტალიკაძემ, აცნობა, რომ მიმდინარე წლის 1 მაისიდან შიმშილობს. 

„სასჯელთა უპირობო შეკრებითობის პრინციპის მოქმედების პირობებში, განსაკუთრებით, ნარკოტიკულ დანაშაულებთან დაკავშირებით, არადეკვატურად მაღალი სასჯელები წლების განმავლობაში საქართველოში სისტემურ პრობლემას წარმოადგენდა. 2006-2012 წლებში ქალ მსჯავრდებულებს, სსკ-ის 260-ე და 262-ე მუხლების საფუძველზე, 20-30 წლით და მეტით თავისუფლების აღკვეთა გვქონდა მისჯილი. 2012 წლის პარლამენტის არჩევნების შემდეგ, ახალი ხელისუფლება დაგვპირდა მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნას. სამწუხაროდ, სახელმწიფოს დღემდე არ შეუქმნია უკანონო და დაუსაბუთებელი განაჩენების გადახედვის ეფექტური შიდასახელმწიფოებრივი მექანიზმი. დღემდე მსჯავრდებულები მოკლებული ვართ მისჯილი სასჯელების გადახედვის შესაძლებლობას. საქართველოში გრძელდება რეპრესიული ნარკოპოლიტიკა. რეფორმა, ნარკომომხმარებლებთან დაკავშირებით, ერთი წელია, საკანონმდებლო ორგანოში განიხილება და ისევ განხილვის პროცესში რჩება“, - წერს მსჯავრდებული.

თამარ ტალიკაძე მიმართავს ბიძინა ივანიშვილს და თხოვს, მსჯავრდებულის პრობლემით დაინტერესებას. იგი, ასევე, ითხოვს შეხვედრას ანა ნაცვლიშვილთან, ნინო ლომჯარიასთან და ელენე ხოშტარიასთან. 

პუბლიკაცია მომზადდა პროექტის, "ქალი და არასრულწლოვანი პატიმრების მდგომარეობის მონიტორინგი საქართველოში" ფარგლებში, რომელსაც ადამიანის უფლებათა ცენტრი ახორციელებს, ბულგარეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორის პოზიციას, შესაბამისად, იგი არ არის პასუხისმგებელი გამოქვეყნებული მასალის შინაარსზე.

ამავე თემაზე:

ახალი ამბები