კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ტატუნაშვილის საქმის გამოძიების საკითხი - ერგნეთის ფორმატში

17 მაისი, 2018
 
 
                                                             ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

15 მაისს, ერგნეთში,  ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის რიგით 86-ე  შეხვედრა ცხრა საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. შეხვედრაზე მთავრი საკითხი არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებას ეხებოდა. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგნელებმა შეხვედრაზე დააფიქსირეს, რომ არჩილ ტატუნაშვილი მოკლულია და  ცხინვალის დე-ფაქტო მთავრობას ყველა მასალის გადმოცემა მოსთხოვეს, მათ შორის - ტატუნაშვილის ცხედრის შინაგანი ორგანოების.

„ჩვენი მიზანია, ტატუნაშვილის საქმე სიღრმისეულად გამოიძიონ, გამოავლინონ დამნაშავეები და დასაჯონ ისინი. აუცილებელია, ჩვენ გვქონდეს ყველა ნივთმტკიცება, ასევე, გადმოგვეცეს ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოები, რომელიც დღემდე არ გადმოუციათ. თუ არ გადმოგვცემენ ყველა საჭირო ნივთმტკიცებასა და შინაგან ორგანოებს, ეჭვები მკვლელობასთან დაკავშირებით კიდევ უფრო გაგვიმყარდება“, - განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური სამსახურის უფროსმა, კახაბერ ქემოკლიძემ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი ოსური მხარის წარმომადგენელმა მურად ჯიოევმა გააკეთა, რომელიც არჩილ ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოების გადმოცემის საკითხზე პასუხიმგებლობას იხსნის და ამბობს, რომ  რუსეთის საექსპერტო ბიურომ ყველა პროცედურა თავისი მეთოდოლოგიის მიხედვით გააკეთა და მას დამატებითი ინფორმაცია არ აქვს. 

„ოსური მხარე არ იყო დაინტერესებული ტატუნაშვილის სიკვდილით. ეს ბუნებრივად მოხდა, ის გულის შეტევით გარდაიცვალა. ის სამხრეთ ოსეთის სპეცსამსახურებისთვის ცოცხალი უფრო საინტერესო იყო, რადგან ქართული სპეცსამსახურების დავალებით მოქმედებდა და მასთან კითხვები გვქონდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ კითხვებს ვეღარავის დავუსვამთ. სამხრეთ ოსეთის დადანაშაულება ადამიანის მკვლელობაში უსაფუძვლოა. ქართულ მხარეს სხვა საექსპერტო დასკვნა არა აქვს, ამიტომ ყველა მტკიცება მხოლოდ ვარაუდია”, - აღნიშნა მურატ ჯიოევმა.

დააკმაყოფილებს თუ არა ცხინვალის დე-ფაქტო მთავრობა საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნას,  ტატუნაშვილის ცხედრიდან ამოჭრილი შინაგანი ორგანოების გადმოცემასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით უცნობია. საქართველოს ხელისუფლება კი მათგან ნებისმიერი ტიპის მასალას ელოდება, რომელიც არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საქმის სიღრმისეული გამოძიებისთვის რელევანტური იქნება.   ​

,,იმ შემთხვევაში თუ ცხინვალის დე-ფაქტო მთავრობა საქართველოს ხელისუფლებასთან არ ითანამშრომლებს, იმ ეჭვებს კიდევ უფრო გაზრდის, რომელსაც  ტატუნაშვილის მკვლელობასთან მივყავართ და რასაც   ცხედრის გადმოცემის დაგვიანება და  ამოჭრილი შინაგანი ორგანოებიც მოწმობს", - ამბობს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური სამსახურის უფროსი კახაბერ ქემოკლიძე. 

მისი თქმით, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების გამომწვევ მიზეზთან დაკავშირებით  სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის დადების შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებას უფრო ჩამოყალიბებული პოზიცია და კონკრეტული მოთხოვნები ექნება. 

ახალი ამბები