11:45, Tuesday, 14.08.2018
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

სპექტაკლი №5 პენიტენციურ დაწესებულებაში

17.05.2018

 
("შენ ჩემი ცხოვრების შემოდგომამდე, ერთი აპრილის ამოფეთქვა ხარ" )

ნათია გოგოლაშვილი

სპექტაკლი - "შენ ჩემი ცხოვრების შემოდგომამდე, ერთი აპრილის ამოფეთქვა ხარ" მოგვითხრობს ყოფილ მსჯავრდებულზე, რომელიც, მრავალი წლის შემდეგ, თავისუფლების ყოველდღიურობას უბრუნდება. სპექტაკლში საუბარია გაზაფხულზე, სიყვარულზე, მეგობრობაზე, ღალატზე, დედა-შვილობაზე, მონატრებაზე, პრობლემებზე, ოცნებებზე - იმ ცხოვრებაზე, რომელმაც არ იცის დახურული და ღია სივრცე, ის ყველგან ერთნაირად სტკივათ და უხარიათ, სძულთ და უყვართ.

სასჯელაღსრულების №5 პენიტენციურ დაწესებულებაში, მსჯავრდებულთა მონაწილეობით, სპექტაკლის ჩვენება 15 მაისს გაიმართა. სპექტაკლის სცენარის ავტორი და რეჟისორი მსჯავრდებულები არიან. სცენის დეკორაციაც თავად მსჯავრდებულებმა შექმნეს. 

სცენარის ავტორი, მსჯავრდებული ნანა მომცელიძე, ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ სცენარი მხოლოდ ერთ ღამეში დაიწერა, რეპეტიციები კი სამი თვის განმავლობაში ყოველდღიურად მიმდინარეობდა. როგორც თავად ამბობს, სცენარის დაწერა არ გასჭირვებია, როლებიც მარტივად მოარგო მსჯავრდებულებს. 

მსჯავრდებულთა თქმით, მათ როლების მორგება არ გასჭირვებიათ, რადგან ყველა სახასიათო იყო და, რეალურად, ყველა საკუთარ თავს თამაშობდა. და ასე გაჩნდა სხვადასხვა  როლი - სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლებული თამარი, რომელიც მზად არის ცხოვრების ახალი შესაძლებლობები და გამოწვევები მიიღოს; ჭორიკანა მეზობელი ლიზი; ქალი, რომელიც მუდამ ოცნებებით ცხოვრობს და, ასევე, ქალი, რომელიც, ოცნებებზე მეტად, რეალობას ანიჭებს უპირატესობას; შეყვარებულებისგან მრავალგზის მიტოვებული ქეთინო; ქალი, რომელიც შვილების მონატრებით ცხოვრობს; ეთნიკურად აზერბაიჯანელი მეზობელი, რომელიც არასასურველ ტრადიციაზე ხმამაღლა საუბრობს და ამბობს, რომ მისი 13 წლის ნათესავი გოგონა, რომელსაც თოჯინებით თამაშიც კი არ ჰქონდა დასრულებული, არ უნდა გაეთხოვებინათ და სხვა. 

სპექტაკლი მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრებით იყო დატვირთული. იყო პოეზიაც, იუმორიც და საუბრები ყოფით პრობლემებზე. განხილული იყო აქტუალური სოციალური თემებიც. 

სასჯელაღსრულების №5 პენიტენციურ დაწესებულების დირექტორის, ნესტან ვერულაშვილის განცხადებით, დაწესებულებაში მსგავსი ღონისძიებები ხშირად იმართება. როგორც დაწესებულების დირექტორი აღნიშნავს, მსჯავრდებულები ძალიან ნიჭიერები არიან და დიდი შესაძლებლობები აქვთ. ნესტან ვერულაშვილის თქმით, მსჯავრდებულებმა ხელოვნების ენა აირჩიეს იმისათვის, რომ თავიანთი ყოველდღიური ყოფის შესახებ მოეყოლათ. 

ღონისძიებას საპატრიარქოს, არასამთავრობო სექტორის, კულტურის სფეროს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს წარმომადგენლები და მსჯავრდებულები ესწრებოდნენ. 

სტატია გამოქვეყნდა პროექტის - „ქალი და არასრულწლოვანი პატიმრების მდგომარეობის მონიტორინგი საქართველოში" ფარგლებში, რომელსაც ადამიანის უფლებათა ცენტრი ახორციელებს ბულგარეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორის პოზიციას. შესაბამისად, იგი არ არის პასუხისმგებელი გამოქვეყნებული მასალის შინაარსზე.


Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ემხრობით თუ არა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას?
კი არა არ ვიცი

ბლოგი

კუდები გვაკვირვებს
ბოლო დღეების განმავლობაში საზოგადოებისთვის თვალშისაცემია კამპანია „ეს შენ გეხებას“ გააქტიურება. კამპანიის ცნობილ მარკაზე გაჩნდა ახალი წარწერა - „ისევ გვისმენენ - ისევ გვითვალთვალებენ“. ეს
ვრცლად...
მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2018 HRIDC