კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციისა და ადამიანის უფლებათა ცენტრის პრესრელიზი

25 მაისი, 2018
 
რუსეთ-საქართველოს ომი: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განიხილავს საქართველოს სარჩელს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს კი მოვუწოდებთ, თავის მხრივ, დააჩქაროს გამოძიება 

(პარიზი-ჰააგა-მოსკოვი-თბილისი) 23 მაისს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდ პალატაში გაიმართა საქართველოს სარჩელის განხილვა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით. ეს ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან სახელმწიფოთაშორისო სარჩელთაგანია, რომელიც შეტანილია ევროპულ სასამართლოში, ვინაიდან ის ჩვეულებრივ ინდივიდუალურ სარჩელებს განიხილავს. ასობით მსგავსი სარჩელი ელოდება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას იმ დროს, როცა ის სახელმწიფოთაშორის სარჩელს განიხილავს.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უნდა განიხილოს, 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტის დროს, დაარღვია თუ არა რუსეთმა ან მისი კონტროლის ქვეშ მყოფმა სეპარატისტულმა ძალებმა, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის წინაშე აღებული ვალდებულებები; განახორციელა თუ არა დისკრიმინაციული და არაპროპორციული თავდასხმები საქართველოს მშვიდობიან მოსახლეობაზე, რამაც გამოიწვია ადამიანების ჯანმრთელობის დაზიანება, სიკვდილი, პატიმრობა ან გაუჩინარება, ათასობით მოქალაქემ დაკარგა ქონება და მათი სახლები განადგურდა, ათასობით მოქალაქე იძულებული გახდა დაეტოვებინათ სახლები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ  უნდა დაადგინოს, რუსეთის ფედერაციამ დაარღვია თუ არა ევროკონვენციის ის მუხლები, რითაც გარანტირებულია სიცოცხლის უფლება, წამების აკრძალვა, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება, საკუთრების უფლება და გადაადგილების თავისუფლება.

კონფლიქტის შემდეგ, რუსეთის საზღვრის კონტროლის უწყებას დაექვემდებარა სამხრეთ ოსეთის შესაბამისი დე ფაქტო სამსახურიც. შესაბამისად, რუსი მესაზღვრეები განლაგდნენ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საზღვართან. ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაცია (FIDH) და მისი წევრი ორგანიზაცია საქართველოში ადამიანის უფლებათა ცენტრი ერთობლივ ანგარიშში აცხადებენ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიასთან მდებარე სოფლების მოსახლეობისთვის ადმინისტრაციული გამყოფი ხაზი კვლავ რჩება საფრთხის შემცველი გარემოს წყაროდ, რაც მათ შეშფოთებას იწვევს. აღნიშნული გამყოფი ხაზი თვალსაჩინოდ არაა აღნიშნული: ის მუდმივად იცვლება და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება მუდმივად წევს მას საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის სიღრმეში. 

„იმ დროს, როცა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ისმენს საქმეს, რომელიც ათასობით ადამიანის უხეშ უფლებადარღვევებს ეხება, გამყოფი ადმინისტრაციული ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ადამიანები კვლავ ელოდებიან სამართლის აღსრულებას იმ დანაკარგისათვის, რაც განიცადეს 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდში და რომლის შედეგებიც დღემდე თვალნათელია. იმედი გვაქვს, საქმის განხილვა დააჩქარებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამოძიებას, რათა კონკრეტული პიროვნებების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს ჩადენილ დანაშაულებზე“, - ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, ალეკო ცქიტიშვილი.

ბოლო ორი წელია, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო იძიებს შეიარაღებული კონფლიქტის სამი მხარის  მიერ სავარაუდოდ ჩადენილ ომისა  და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულებს - საქართველოს შეიარაღებული ძალები, სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო შეიარაღებული ძალები და რუსეთის შეიარაღებული ძალები - სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრის შუალედში. ცოტა ხნის წინ, ფედერაციამ და მისმა პარტნიორმა ორგანიზაციებმა რუსეთსა და საქართველოში მოუწოდეს სასამართლოს, გამოყოს საჭირო რესურსები და შეიმუშაოს საპროკურორო და საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიები საქართველოში მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით, რათა სასამართლომ გადადგას კონკრეტული ნაბიჯები პატიმრობის ორდერების გაცემისა და მსხვერპლებთან და დაზარალებულებთან ეფექტიანი კომუნიკაციის მიზნით. 

„ვინაიდან ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს  და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს განსხვავებული მანდატები აქვთ, მაშინ, როცა ჰააგის სასამართლო იძიებს კონფლიქტის ყველა მხარის მიერ ჩადენილ სავარაუდო საერთაშორისო დანაშაულებს და ადგენს ინდივიდუალური პირების და არა სახელმწიფოების პასუხისმგებლობას, როგორც ამას აკეთებს ევროსასამართლო, ჰააგის სასამართლო, სავარაუდოდ, ყურადღებით დააკვირდება ევროსასამართლოში მიმდინარე პროცესს, რაც გავლენას მოახდენს სამომავლოდ ბრალდების ფორმულირებაზე“, - ფედერაციის პრეზიდენტი დიმიტრის ქრისტოპოლუსი.

კონტექსტი 

2008 წლის ზაფხულში საქართველო-რუსეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს მოხდა მშვიდობიან მოქალაქეებზე თავდასხმა, რომელმაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, მოსახლეობის იძულებითი გადაადგილება, ეთნიკური ნიშნით დევნა, საკუთრების განადგურება და მარადიორობა. კონფლიქტის შედეგად 800-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა და ათასობით იძულებით დევნილი გახდა. საქართველოს ხელისუფლებამ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში სარჩელი შეიტანა 2008 წლის 12 აგვისტოს - იმავე დღეს, როცა რუსეთმა შეწყვიტა სამხედრო თავდასხმა საქართველოს ტერიტორიაზე და ხელი მოეწერა სამშვიდობო ხელშეკრულებას საფრანგეთის იმდროინდელი პრეზიდენტის ნიკოლოზ სარკოზის შუამავლობით.

ფედერაციამ საქართველოში რამდენიმე მისია განახორციელა. ადგილზე მის წევრ ორგანიზაციასთან, ადამიანის უფლებათა ცენტრთან, მჭიდრო თანამშრომლობით, ფედერაციამ გამოაქვეყნა ანგარიში ცხოვრება ზღვარზე: დაზარალებულები დამნაშავეთა პასუხისმგებლობის ძიებაში -2008 წლის აგვისტოს ომის მიმდინარე ზეგავლენა დაზარალებულებზე, რომლის პრეზენტაციაც გაიმართა თბილისსა და გორში 2018 წლის თებერვალში და ჰააგაში 2018 წლის აპრილში. 
  • ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაცია (FIDH)
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)

ახალი ამბები