კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორის თვითმმართველობის მიერ დაწესებული და სამთავრობო დასკვნით გაუქმებული მოსაკრებელი

30 მაისი, 2018
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

გორის თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოს, მთავრობის აპარატიდან მიღებული შენიშვნის საფუძველზე,  საკრებულოს მიერ  მიღებული ერთ-ერთი  დადგენილების გაუქმება მოუხდა. დადგენილება უკავშირდებოდა ქალაქ გორში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირებისთვის დაწესებულ მოსაკრებელს. მთავრობის  ოფიციალურ შეტყობინების მიხედვით, კანონგარეშე აქტად არის მიჩნეული  საკრებულოს აღნიშნული გადაწყვეტილება, რადგან კანონის მიხედვით, ავტომობილების პარკირების მოსაკრებლის დაწესების უფლება მხოლოდ თბილისისა და ბათუმის მერიას აქვს. ამის გათვალისწინებით, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რამდენიმე თვის წინ პარკირებაზე დაწესებული მოსაკრებელის გაუქმება 25 მაისს გამართულ საკრებულოს სხდომაზე მოუხდა.

საკრებულოს თავმჯდომარის, დავით რაზმაძის განცხადებით, გორის თვითმმართველობის იურისტები მუშაობენ საკანონმდებლო ინიციატივაზე, რათა გორის თვითმმართველობასაც, კანონით, პარკირებაზე მოსაკრებელის დაწესების საშუალება მიეცეს. 

,,სამთავრობო დასკვნის საფუძველზე გავაუქმეთ საკრებულოს მიერ  პარკირებაზე დაწესებული მოსაკრებელი და ჯარიმები. ჩვენი იურისტები მუშაობენ საკითხზე, რომლის ინიცირებაც პარლამენტში მოხდება, რადგან რეგულაციის გარეშე პარკირების საკითხს ვერ მოვაწესრიგებთ", - აღნიშნა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით რაზმაძემ.

ადამიანის უფლებათა ცენტრის შიდა ქართლის ოფისის იურისტის,  ალექსი მერებაშვილის განცხადებით, გორის თვითმმართველობამ იმ მოქალაქეებს თანხა უკან უნდა დააბრუნოს, რომლებმაც პარკირებაზე უკანონოდ დაწესებული ჯარიმა და მოსაკრებელი გადაიხადეს.

,,გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ საკუთარი გადაწყვეტილებით დაადასტურა, რომ იგი მოსახლეობისაგან უკანონოდ იღებდა პარკირების თანხებს, უკანონოდ წერდა ე.წ. „ჯარიმებს“. აღნიშნულზე უნდა აიღოს ამავე საკრებულომ პასუხისმგებლობა და დაუბრუნოს მოქალაქეებს გადახდილი თანხები, რამდენადაც ისინი უკანონოდ იქნა მიღებული ადგილობრივი ბიუჯეტის მიერ და მუნიციპალიტეტს არ გაუწევია გადახდილი თანხის შესაბამისი მომსახურება გადამხდელებისათვის",- აცხადებს ალექსი მერებაშვილი. 

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, პარკირებასთან დაკავშირებული ჯარიმები იმ მოქალაქეებს ავტომატურად გაუქმდება, რომელთაც ამ დრომდე არ გადაუხდიათ, ხოლო იმ  ავტომობილების მფლობელებს, ვისაც მოსაკრებელი ან ჯარიმა უკვე გადახდილი აქვს, თანხა უკან აღარ დაუბრუნდებათ. 

ახალი ამბები