კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჰიმნი 100 წლის შემდეგ საოკუპაციო ხაზთან იმღერეს

31 მაისი, 2018
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

,,დიდება თავისუფლებას, დიდება სამარადისოდ ქართველ მხნე ერს"  - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჰიმნი,  100 წლის შემდეგ,  საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ხურვალეთში, საფრანგეთის ქართული სათვისტომოს წევრებმა 28 მაისს გააჟღერეს.  დელეგაციას შორის იყვნენ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წევრები და ქვეყნის დამოუკიდებლობის დაკარგვის შემდეგ 1922-24 წლების  საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ ყველაზე მასშტაბური, საყოველთაო-სახალხო აჯანყებულების შთამომავლები.  მათ შორის იყო ელისა პატარიძის შვილი, ოთარ პატარიძე, რომლიც, წლების განმავლობაში, საფრანგეთში ქართული სათვისტომოს ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო. 

ოთარ პატარიძემ მამის ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის კიდევ ერთხელ გაიხსენა და თქვა, რომ მამამისი ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმის წევრი იყო და 1924 წლის აჯანყების დამხობის შემდეგ ჯერ მეტეხის ციხეში მოხვდა, ციხიდან გაქცევის შემდეგ თანამებრძოლებთან ერთად თავი საფრანგეთს შეაფარა.
 
მამის ისტორიის მოყოლის შემდეგ თავის მოგონებებზე გადავიდა და გაიხსენა, რომ მის ბავშვობაში    საფრანგეთში დევნილი ოჯახები კვირა დღით იკრიბებოდნენ და  საქართველოს უმღეროდნენ: „მოხუცები მონატრებულ საქართველოზე მღეროდნენ: განშორებისა საათმა დაჰკრა, მშვიდობით ტურფავ გემშვიდობები, მაგრამ სად გნახო, რომელ მხარეში, ჩვენ შენს ძებნაში დავლიოთ სული”. 

საფრანგეთში ქართული სათვისტომოს პრეზიდენტი ოთარ ზურაბიშვილი ამბობს, რომ როდესაც ქვეყანა საოკუპაციო ხაზით არის გაყოფილი, ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის გზა გასაგრძელებელია.

,,ჩვენი წინაპრების ბრძოლა, რომელებიც დამოუკიდებლობის დაკარგვის შემდეგ, 1921 წელს, იძულებული გახდნენ წასულიყვნენ საქართველოდან, არ არის დამთავრებული, რადგან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არ არის აღდგენილი, და სანამ არ იქნება ეს საკითხი მოგვარებული, ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის”, - განაცხადა საფრანგეთში ქართული სათვისტომოს პრეზიდენტმა, ოთარ ზურაბიშვილმა.

საფრანგეთში ქართული სათვისტომოს წარმომადგენლები ხურვალეთში მოხუცთა თავშესაფარს ესტუმრნენ და მოხუცებს საჩუქრები გადასცეს.

ახალი ამბები