კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მალხაზ მაჩალიკაშვილმა თვალთვალის ფაქტებზე მონაცემთა დაცვის ინსპექტორს მიმართა

8 ივნისი, 2018
 
Reginfo.ge 

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC), რომელიც პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის ინტერესებს იცავს, მის მიმართ თვალთვალისა და კონტროლის ფაქტებზე პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორს მიმართა.

მალხაზ მაჩალიკაშვილი და მისი ოჯახის წევრები 2018 წლის 31 მაისიდან მონაწილეობდნენ თბილისში, პარლამენტის შენობის წინ გამართულ აქციებში, რომელთა მონაწილეები ხორავას ქუჩაზე ბავშვების მკვლელობის საქმის არაეფექტურად გამოძიებას აპროტესტებდნენ.

მალხაზ მაჩალიკაშვილი და სხვა ადამიანები ასევე აპროტესტებდნენ თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ხარვეზებს.

EMC-ის ინფორმაციით, აქციების პერიოდში მალხაზ მაჩალიკაშვილი და მისი ოჯახის წევრები სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მხრიდან პერმანენტულ მეთვალყურეობას და კონტროლს ექვემდებარებოდნენ, რაც თვალთვალში და მანქანებით ადევნებაში გამოიხატებოდა. 2018 წლის 2 ივნისს კი, როდესაც მალხაზ მაჩალიკაშვილი ახმეტიდან თბილისის მიმართულებით ტაქსით გადაადგილდებოდა, ადგილი ჰქონდა მის მიმართ ვიზუალური კონტროლის განხორციელებას და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების შესახებ ინფორმაციის მიღების მცდელობას.
მალხაზ მაჩალიკაშვილის განმარტებით, ტაქსის მძღოლს მობილურ ტელეფონზე რამდენჯერმე დაურეკეს, რის შემდგომაც მან მაჩალიკაშვილს უთხრა, რომ პოლიციის თანამშრომლები უკავშირდებოდნენ, რომლებიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დავალებით რეკავდნენ და ინტერესდებოდნენ მისი მგზავრის ვინაობით. ამასთან, გადაადგილების პროცესში, მათ უკან მიყვებოდათ ავტომობილი, რომელიც ტაქსის მოძრაობას აკონტროლებდა.  

EMC მიიჩნევს, რომ აღნიშნული ფაქტი მალხაზ მაჩალიკაშვილის პერსონალური მონაცემების უკანონოდ დამუშავებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევაა. აქედან გამომდინარე, EMC მიმართავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, შეისწავლოს მალხაზ მაჩალიკაშვილის მიმართ შეკრებების მიმდინარეობის დროს, მათ შორის, 2018 წლის 2 ივნისს, სავარაუდოდ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების საკითხი და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღოს.

 
ორიგინალი

ახალი ამბები