13:38, Wednesday, 18.07.2018
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

შსს-ს ხუთ თანამშრომელს დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისრა

19.06.2018

 
ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ მომზადებული მიმართვის საფუძველზე, შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ პოლიციის 5 თანამშრომლის დისციპლინური გადაცდომის ფაქტი დაადგინა.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა ნესტან ლონდარიძემ და ზაზა სარალიძემ, რომელიც არის დაზარალებული თბილისში 2017 წლის 1 დეკემბერს მომხდარი მკვლელობების საქმეზე, შსს-ს გენერალურ ინსპექციას მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სასადილო დარბაზში განვითარებული მოვლენების თაობაზე. 

2018 წლის 11 ივნისს ადმინისტრაციული წესით დაკავებული სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა, მოსამართლის მიერ გამოცხადებული შესვენებისას, სასამართლო დარბაზიდან გამოვიდა და ზაზა სარალიძესთან ერთად სასამართლოს სასადილოში ჩავიდა. სადილობისას მასთან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ და დარბაზში ასვლა მოსთხოვეს. კუპრავამ პოლიციელებს უთხრა, რომ დაასრულებდა სადილობას და სასამართლოს სხდომის  განახლებამდე ავიდოდა დარბაზში. ამ დროს პოლიციელებმა მასზე ძალა გამოიყენეს და სასამართლოს დარბაზში ძალით აიყვანეს. მცირე შეხლა-შემოხლის გამო, სასამართლოს სასადილოს ინვენტარი დაიმტვრა.

შსს სამინისტროს გენერალურ  ინსპექციაში ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმებით, შსს-ს ხუთი მოსამსახურის მხრიდან  გამოიკვეთა  დისციპლინური გადაცდომის ფაქტი. მათ მიმართ გამოყენებული იქნა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები. კერძოდ: სამსახურეობრივი მოვალეობის შეუსრულებლობისა  და  სამსახურეობრივი მოვალეობებისადმი დაუდევარი დამოკიდებულებისათვის ოთხ მოსამსახურეს გამოეცხადა საყვედური, ხოლო ხელმძღვანელ პირს - სასტიკი საყვედური.               

ადამიანის უფლებათა ცენტრი  

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ემხრობით თუ არა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას?
კი არა არ ვიცი

ბლოგი

კუდები გვაკვირვებს
ბოლო დღეების განმავლობაში საზოგადოებისთვის თვალშისაცემია კამპანია „ეს შენ გეხებას“ გააქტიურება. კამპანიის ცნობილ მარკაზე გაჩნდა ახალი წარწერა - „ისევ გვისმენენ - ისევ გვითვალთვალებენ“. ეს
ვრცლად...
მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2018 HRIDC