კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დევნილი ოჯახი დევნილებისთვის განკუთვნილ ერთ-ერთ ბინაში უნებართვოდ შეიჭრა

25 ივნისი, 2018
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

ერედვიდან დევნილი ღამბაშიძეების ხუთსულიანი ოჯახი გორში, დევნილებისთვის აშენებული კორპუსის, ერთ-ერთ სამოთახიან ბინაში შეიჭრა. 

როგორც humanrights.ge-ს ქეთევან ღამბაშიძემ განუცხდა, ისინი, დროებით, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანში, ყოფილ სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე, შეასახლეს, რომელიც გაუსაძლისი პირობების გამო დატოვეს. 

„გაუსაძლის პირობებში ვცხოვრობდით. ქვეწარმავლებით სავსე იყო ტერიტორია. ბოლოს ელექტრო სადენებს ცეცხლი გაუჩნდა. იქ მცხოვრებლებმა განცხადება დავწერეთ და მივმართეთ დევნილთა სამინისტროს, თუმცა მეოთხე თვეა, მათგან პასუხი არ მიგვიღია“,- აღნიშნა ქეთევან ღამბაშიძემ.

ღამბაშიძეების ოჯახი დევნილთა სამინისტროს სთხოვდა გორში დევნილებისთვის აშენებულ კორპუსში ბინის გამოყოფას. მათ არაერთი განცხადება დაწერეს, თუმცა ბინის გადაცემაზე სამინისტროდან უარი მიიღეს.  ამის შემდეგ ოჯახმა გადაწყვიტა, ბინის კარი შეემტვრიათ და უნებართვოდ დაეკავებინათ ფართი.

„სხვა გზა არ დამიტოვეს, წასასვლელი არსად არ გვაქვს ხუთსულიან ოჯახს, საიდანაც ორი ბავშვია. თუ ვინმე მოვა და ამ ბავშვებს ქუჩაში გაყრის, არ ვიცი. ჩვენ არ ვაპირებთ,  ბინიდან გასვლას“, -აცხადებს ქეთევან ღამბაშიძე. 

სახელმწიფო საკუთრებაში უნებართვოდ შეჭრის შემთხვევაზე სამართალდამცველებმა მოკვლევა დაიწყეს. საკითხთან დაკავშირებით უცნობია ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს პოზიცია, პრესსამსახური ჟურნალისტებთან კომენტარს არ აკეთებს.

ახალი ამბები