კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თანხების მითვისება-გაფლანგვის საკითხზე გამოძიება მიმდინარეობს

24 ივლისი, 2018
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

გორის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის ა(ა)იპ-ში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები შევიდნენ და ფინანსურ დარღვევებს სწავლობენ. კონკრეტულად, რა დარღვევებია, კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელი გივი კობახიძე მედიასთან დეტალურად არ საუბრობს და მცირე კომენტარით იფარგლება: ,,ალბათ ფინანსურ დოკუმენტაციას სწავლობენ, ეს მათ უნდა კითხოთ". 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურში ამბობენ, რომ გამოძიება სსკ-ის 182 მუხლით მიმდინარეობს, რაც თანხების მითვისება-გაფლანგვას გულისხმობს. საგამოძიებო უწყებაში ამ დროისთვის სხვა დეტალებზე საუბრისგან, გამოძიების ინტერესების გათვალისწინებით, თავს იკავებენ.

ის, რომ მერიის კეთილმოწყობის ა(ა)იპ-ში ფინანსურ საკითხებზე გამოძიება მიმდინარეობს, ინფორმაციას ფლობენ ადგილობრივ ხელისუფლების პირველი პირები: გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე. ორივე მათგანი აცხადებს, რომ ამ დროისთვის მათ ინფორმაცია არ აქვთ, თუ კონკრეტულად რა დარღვევებია და რას იძიებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.

ახალი ამბები