კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კამპანია 'იცურე მშვიდად' - მორიგი აქცია თბილისის ზღვაზე - 'სიკვდილის ზონა 2'

28 ივლისი, 2018
2 აგვისტოს, 11:00 საათზე, კამპანია „იცურე მშვიდად“ მორიგ აქციას გამართავს თბილისის ზღვაზე, ე.წ. კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც წყალსაცავს მდინარე იორი უერთდება. 

კამპანიის მონაწილეები მოითხოვენ, თბილისის მერიამ უზრუნველყოს ამ ადგილის ექსპერტული შეფასება და გაატაროს მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვის შესაბამისი ღონისძიებები. 

მდინარე იორის შესართავი ერთ-ერთი ყველაზე საშიში ადგილია თბილისის წყალსაცავზე, სადაც კუსტარული რეკრეაციული ზონაა მოწყობილი. ტერიტორიაზე არ არის დამონტაჟებული გამაფრთხილებელი აბრები და არც სპეციალური ბარიერებია მოწყობილი.  ადამიანები არ არიან ინფორმირებული, რომ ამ ადგილას ბანაობა სახიფათოა. 

მდინარე იორის შესართავთან არსებულ საფრთხეებს საუბრობს სტუდია „მონიტორის“ ჟურნალისტური გამოძიების „სიკვდილის ზონა 2“.  

კამპანია „იცურე მშვიდად“ 16 ივლისს დაიწყო ანა დოლიძის, ადამიანის უფლებათა ცენტრის, CENN-ის და პროგრესის ცენტრის ინიციატივით. კამპანია გააერთიანებს საზოგადოებრივ ორგანიზაციებს და სამოქალაქო აქტივისტებს და მიმართული იქნება საქართველოში წყლის ობიექტებზე მოქალაქეთა სიკვდილიანობის წინააღმდეგ. 
კამპანიის მიზანია ხელისუფლების პასუხისმგებლობის გაზრდა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

ზაფხულის სეზონზე საქართველოში რამდენიმე ათეული ადამიანი იღუპება ზღვაში, ხელოვნურ წყალსაცავებში, ტბებსა და მდინარეებში. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის 1 მაისიდან 25 ივნისამდე ზღვასა და მდინარეებში 21 ადამიანი დაიხრჩო. 

პრობლემას წარმოადგენს წყლის ობიექტებზე მოწყობილი კუსტარული რეკრეაციული ზონები, სადაც არ არის უზრუნველყოფილი მაშველების დახმარება და დაუცველია მოქალაქეთა უსაფრთხოება. განსაკუთრებული საფრთხის შემცველია ადგილები, სადაც ბანაობა აკრძალულია, მაგრამ სახელმწიფოს და კერძო კომპანიებს ტერიტორიები არა აქვთ დაცული კაპიტალური ბარიერებით და ხშირად ამ ტერიტორიებზე არც გამაფრთხილებელი აბრებია გაკრული. 

კამპანია „იცურე მშვიდად“ მოუწოდებს ხელისუფლებას, დროულად გადადგას კონკრეტული ნაბიჯები საკანონმდებლო ბაზის დახვეწისა და წყლის ობიექტებზე მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვის მიმართულებით.

საკონტაქტო პირი: ლაშა ანაკიძე, მობილური - 598 002110.

ახალი ამბები