კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის მიმართვა კონგოში გაუჩინარებული მფრინავის, სოსო ოსორაულის საქმესთან დაკავშირებით

10 აგვისტო, 2018
ადამიანის უფლებათა ცენტრი კიდევ ერთხელ მიმართავს ხელისუფლებას კონგოს რესპუბლიკაში გაუჩინარებული მფრინავის, სოსო ოსორაულის საქმის გამოძიების გაჭიანურების გამო. წელიწადნახევარი გავიდა მას შემდეგ, რაც სოსო ოსორაული გაუჩინარდა და ამ დროის მანძილზე, ოჯახისთვის უცნობია, სახელმწიფოს მიერ რა ღონისძიებები  გატარდა მის მოსაძებნად და სამშობლოში დასაბრუნებლად. 

საგარეო საქმეთა სამინისტრომ მის ხელთ არსებული მასალები გამოსაძიებლად საქართველოს მთავარ პროკურატურას გადასცა. ადამიანის უფლებათა ცენტრმა მთავარ პროკურატურას რამდენჯერმე მიმართა განცხადებით, რათა ოსორაულის ოჯახის წევრებს მინიჭებოდა დაზარალებულის სტატუსი და მისცემოდათ საქმის მასალების გაცნობის საშუალება. ამა წლის 1 მაისს, მთავარმა პროკურატურამ ოსორაულის მეუღლეს, ნინო  ოსორაულს მისცა საშუალება, გაცნობოდა საქმის მასალებს, მაგრამ მას დღემდე არ აქვს დაზარალებულის სტატუსი. 

გასული წლის დეკემბერში სოსო ოსორაულის ძმა, გიორგი ოსორაული გაემგზავრა  საზღვარგარეთ, რათა საკუთარი ძალებით მოეძებნა სოსო ოსორაული და დაებრუნებინა საქართველოში. გიორგი ოსორაული აცხადებს, რომ მისი ძმა ცოცხალია, მაგრამ მასთან პირდაპირ კონტაქტზე გასვლას ვერ ახერხებს. იგი  თვლის, რომ სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოების მხრიდან ადგილი აქვს საკუთარი მოქალაქისადმი გულგრილ დამოკიდებულებას, რაც კიდევ უფრო მეტად აფერხებს გაუჩინარებულის ადგილსამყოფელის შესახებ ზუსტი ინფორმაციის მოძიებას და მის სამშობლოში დაბრუნებას. სწორედ ასეთი დამოკიდებულების გამო გადაწყვიტა გიორგი ოსორაულმა, საკუთარი ძალებით იზრუნოს ძმის მოძიებაზე და სამშობლოში დაბრუნებაზე, მაგრამ მისი მცდელობა, სახელმწიფო ინსტიტუტების მონაწილეობის გარეშე, სასურველი შედეგით ვერ მთავრდება.

საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო მფარველობს თავის მოქალაქეს, განურჩევლად მისი ადგილსამყოფელისა. ამასთანავე, მოქალაქეობის შესახებ საქართველოს  ორგანული კანონის   მე-4 მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეთა უფლებებს, თავისუფლებებსა და კანონიერ ინტერესებს საქართველოს ტერიტორიაზე და მისი ფარგლების გარეთ იცავს საქართველო.  

სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებიდან გამომდინარე, ადამიანის უფლებათა ცენტრი მოითხოვს: 

საქართველოს მთავრობამ გადადგას კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები საკუთარი მოქალაქის დასაცავად;

პრემიერ მინისტრის მეთვალყურეობის ქვეშ შეიქმნას სპეციალური ერთობლივი სამუშაო ჯგუფი, საგარეო საქმეთა სამინისტროს, უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მთავარი პროკურატურის წარმომადგენლებისა და გაუჩინარებული მფრინავის ძმის, გია ოსორაულის მონაწილეობით;  

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ უზრუნველყოს, რომ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობდეს ეფექტიანად, სრულყოფილად და დროულად ცნოს დაზარალებულად სოსო ოსორაულის ოჯახის წარმომადგენლები - ნინო ოსორაული და გია ოსორაული.

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები