კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არასამთავრობო ორგანიზაციები თბილისის მერსა და საკრებულოს მიმართავენ

15 აგვისტო, 2018
 
 
არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ თბილისის მთავრობას, არ გასცეს დიღმის ტყე-პარკის ტერიტორიაზე მორიგი მშენებლობის ნებართვა.

2018 წლის ივნისში ქალაქის არქტიტექტურულმა სამსახურმა კომპანია „ანაგს" დაუდგინა სამშენებლო პირობები მრავლფუნქციური კომპლექსის ასაშენებლად.
8 აგვისტოს ბრიფინგზე ქალაქის მერმა განაცხადა, რომ სამშენებლო კომპანია „ანაგი" დიღმის ტყე-პარკის ტერიტორიაზე საგამოფენო სივრცისა და ორანჟერეის მშენებლობას გეგმავს.

თბილისის მერიაში შესულია ადმინისტრაციული საჩივარი, რომლის განხილვაც იგეგემება 2018 წლის აგვისტოს ბოლოს.

დიღმის მოსახლეობამ, 500-ზე მეტმა ხელმომწერმა,  განცხადებით მიმართა თბილისის მერიას, რომ არ დაეშვა მორიგი მშენებლობა ტყე-პარკის ტერიტორიაზე.

არასამთავრობო ორგანიზაციები მხარს უჭერენ მოსახლეობის მოთხოვნას და მიმართავენ თბილისის მერსა და საკრებულოს, არ გასცენ ნებართვა ახალი მშენებლობისათვის და დიღმის ტყე-პარკის მთელი ტერიტორია გამოაცხადონ ლანდშაფტურ-რეკრეაციულ ზონად.

პრესკონფერენცია გაიმართა 14 აგვისტოს, 11:30-ზე, ღია საზოგადოების ფონდის საკონფერენციო დარბაზში. 


წყარო: osgf.ge 

ახალი ამბები