კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC) კამპანიის - „იცურე მშვიდად“ ფარგლებში აცხადებს ვაკანსიას იურისტი-მკვლევარის პოზიციაზე

21 აგვისტო, 2018
 
სამუშაო პერიოდი: 2018 წ. 3 სექტემბერი / 2018 წ. 3 ოქტომბერი

სამუშაო განაკვეთი: არასრული

ვაკანსია უკავშირდება კამპანიას - „იცურე მშვიდად“, რომელიც 2018 წ. 16 ილისს დაიწყო ანა დოლიძის, ადამიანის უფლებათა ცენტრის, CENN-ის და პროგრესის ცენტრის ინიციატივით. 

კამპანია აერთიანებს საზოგადოებრივ ორგანიზაციებს და სამოქალაქო აქტივისტებს და მიმართულია საქართველოში წყლის ობიექტებზე მოქალაქეთა სიკვდილიანობის წინააღმდეგ. კამპანიის მიზანია ხელისუფლების პასუხისმგებლობის გაზრდა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

კამპანიის მიმდინარეობისას გამოიკვეთა კვალიფიციური კვლევისა და პოლიტიკის დოკუმენტის მომზადების საჭიროება.
 
იურისტი-მკვლევარი პოლიტიკის დოკუმენტში უნდა შეეხოს შემდეგ საკითხებს:

  • საქართველოს წყლის ობიექტებზე (ზღვა, ტბები, წყალსაცავები, მდინარეები და ა.შ.)  ადამიანის უსაფრთხოების დაცვის შესახებ არსებული კანონმდებლობისა და ვითარების ანალიზი/შეფასება;
  • ევროპის განვითარებულ ქვეყნებში წყლის ობიექტებზე ადამიანის უსაფრთხოების დაცვის შესახებ კანონმდებლობისა და დაცვითი ბარიერების მოწყობის პრაქტიკის მიმოხილვა;
  • ევროპულ კანონმდებლობასთან მიმართებით და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესატყვისი რეკომენდაციების მომზადება;
  • წყლის ობიექტებზე არსებული საფრთხეების დაძლევისა და დახრჩობით გამოწვეული სიკვდილიანობის პრევენციისათვის რეკომენდაციების მომზადება. 
  • პოლიტიკის დოკუმენტში ასახული საკითხების ადვოკატირების მიზნით სხვადასხვა ფორმატის სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა;
მოთხოვნები:
  • უმაღლესი იურიდიული განათლება (მაგისტრის ხარისხი ადამიანის უფლებათა სამართლის ან საჯარო სამართლის მიმართულებით);
  • კვლევების, პოლიტიკის დოკუმენტების მომზადების გამოცდილება;
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა;
  • ანაზღაურება: 650 დოლარის ეკვივალენტი ლარებში (დარიცხული);
  • დაინტერესებულმა პირებმა დადგენილ ვადაში უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები:
  • რეზიუმე (СV);
  • უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;
  • მომზადებული ნაშრომი (კვლევა, პოლიტიკის დოკუმენტი ან სხვა); 
  • ერთი რეკომენდატორის ვინაობა და საკონტაქტო ინფორმაცია, რომელსაც შეუძლია, შეაფასოს პირის პროფესიული უნარ-ჩვევები.
  • ინგლისური ენის გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი.
დოკუმენტაცია აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hridc@hridc.org  გთხოვთ, იმეილის subject ველში მიუთითოთ: ადამიანის უფლებათა იურისტი-მკვლევარი.

საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 28 აგვისტო, 18 :00  საათი.
არასრულად წარმოდგენილი დოკუმენტები არ განიხილება.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩევის შედეგად სიაში მოხვედრილ კანდიდატებს. სატელეფონო ზარები  არ მიიღება.

ახალი ამბები