კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შიდა ქართლს ახალი გუბერნატორი ჰყავს

22 აგვისტო, 2018
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

20 აგვისტოს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის შვიდ რეგიონში ახალი გუბერნატორები წარადგინა. შიდა ქართლის რეგიონის გუბერნატორად  პრემიერ-მინისტრმა გიორგი ხოჯევანიშვილი დანიშნა.

გიორგი ხოჯევანიშვილი  რეგიონის მუნიციპალიტეტების პირველ პირებს  მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსმა, სოზარ სუბარმა წარუდგინა. 

გიორგი ხოჯევანიშვილი 2011-2013 წლებში საქართველოს სასჯელაღსრულების სამინისტროში საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსად მუშაობდა, 2013 წლიდან კი კერძო სექტორში ინაცვლებს.

ხოჯევანიშვილმა გუბერნატორად  დანიშვნის პირველ დღეს სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

,,შევეცდები, ვიყო სწორი კოორდინატორი თვითმმართველობას, მთავრობასა და ხალხს შორის. რეგიონის გამოწვევები და საჭიროებები ჩემთვის არის ცნობილი, ჩემი საქმიანობის განმავლობაში  პრიორიტეტები იქნება: სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, განათლების ხელშეწყობა და ახალგაზრდებზე ზრუნვა.განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს დევნილ მოსახლეობას და ინფრასტრუქტურის პროექტების კიდევ უფრო მეტად წახალისებას რეგიონში. ასევე, აქტიურ თანამშრომლობას ვგეგმავ ინვესტორებთან", - განცხადა შიდა ქართლის ახალმა გუბერნატორმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა.

 სოზარ სუბარისათვის გიორგი ხოჯევანიშვილი უცხო ნამდვილად არ არის, 2012 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, სუბარის სასჯელაღსრულების მინისტრად დანიშვნის შემდეგ, ხოჯევანიშვილი უწყებაში სასჯელაღსრულების სამინისტროს საერთაშორისო დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე დახვდა, რომელიც დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობას 2011 წლიდან 2013 წლამდე იკავებდა.

გიორგი ხოჯევანიშვილის დანიშვნას ჟურნალისტი ირაკლი კორძაია სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ ხოჯევანიშვილი სასჯელაღსრულების სამინისტროში მუშაობის დროს თანამშრომლებს ჩაგრავდა. 

,,გიორგი ხოჯევანიშვილი 2011-2013 წლებში იყო სასჯელაღსრულების სამინისტროს საერთაშორისო დეპარტამენტის უფროსი. იმედია, არავის არ სჭირდება იმის შეხსენება, თუ რა ხდებოდა იმ პერიოდში საპატიმროებში. პირადად ატყუებდა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საელჩოებს როდესაც მათ ციხეებში გაუსაძლის მგომარეობაზე ინფორმაცია მისდიოდათ. განგებ არ მოვყვები დეტალურად, თუ რას მიყვებოდნენ მისგან „დაბულინგებული“ და დაჩაგრული ხელქვეითები. არც ჩემი და მისი პირადი ურთიერთობით შეგაწყენთ თავს", - წერს კორძაია სოციალურ ქსელში და ჟურნალიტებს მოუწოდებს, რომ დეტალების გასარკვევად მოიძიონ ინფორმაცია.

,,ვისაც ხოჯევანიშვილის სასჯელაღსრულების სისტემაში “მოღვაწეობის” პერიოდი გაინტერესებსთ, მოიძიეთ 2011-2012 წლებში CPT (წამების საწინააღმდეგო კომიტეტის) შენიშვნები, რეკომენდაციები და ნახეთ რას პასუხობდა მათ ხოჯევანიშვილი. რამდენი პასუხგაუცემელი წერილი დატოვა, და თუ პასუხის ღირსად მიიჩნევდა,  რას წერდა ამ საპასუხო წერილებში”,  -აღანიშნა კორძაიამ.

სოზარ სუბარის განცხადებით, მისი სასჯელაღსრულების მინისტრად დანიშვნის დროს ხოჯევანიშვილი უწყებაში დახვდა, რამდენიმე თვე ერთად იმუშავეს და ხოჯევანიშვილი საკუთარი  ნებით წავიდა. სოზარ სუბარი მას დადებითად ახასიათებს.

,,ძალიან აქტუალური გახდა დღეს ის, რომ გიორგი ხოჯევანიშვილი წინა ხელისუფლების დროს მუშაობდა სახელმწიფო სამსახურში, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ წარსულში ვინც დანაშაული ჩაიდინა, უნდა დაისაჯონ, ვინც გამოცდილი კადრია, უნდა მიეცეს მუშაობის გაგრძელების საშუალება", -აღნიშნა სოზარ სუბარმა, მისი თქმით,  ხოჯევანიშვილის შიდა ქართლის  გუბერნატორის თანამდებობაზე კანდიდატურის განხილვის დროს კვლავ გადაამოწმა მის პენიტენციურ სისტემაში მუშაობის პერიოდის შესახებ ინფორმაცია და ცნობილმა უფლებადამცველმა, სოფიო ჯაფარიძემ ხოჯევანიშვილი დადებითად დაახასიათა.

ახალი ამბები