კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებებით დაზარალებული ბიუჯეტი

29 აგვისტო, 2018
 
 ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

27 აგვისტოს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ  ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სტრატეგიული განვითარების სააგენტოს დამატებით 60 000 ლარამდე თანხა გამოუყო,  ადგილობრივ ბიუჯეტში ცვლილებები გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე შევიდა, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ ,,ტონთიოდან" თანამშრომლების გათავისუფლების საქმეს უკავშირდება. 

სასამართლომ დაადგინა, რომ გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ ,,ტონთიოდან" 2015 წელს ხუთი თანამშრომელი დაუსაბუთებლად და კანონის დარღვევით იქნენ გათავისუფლებული და გორის მუნიციპალიტეტის მერიას მათთვის განაცდურის ანაზღაურება, კომპენსაცია დაავალა.     

2015 წელს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი იყო, ხოლო ,,ტონთიოს" ხელმძღვანელი -  ზაზა კოშაძე. 

ზურაბ ჯირკველიშვილი იმ დროისთვის აცხადებდა, რომ მერიის ა(ა)პ-ებში მიმდინარე საკადრო პოლიტიკასთან მას შეხება არ ჰქონდა და საკითხს ერთპიროვნულად მის მიერ დანიშნული ა(ა)იპ-ის დირექტორი წყვეტდა.  ა(ა)იპ ,,ტონთიოს" დირექტორი კი ამბობდა, რომ კანონის დაცვით გაათავისუფლა სამსახურიდან თანამშრომლები, რასაც არ ეთანხმებოდნენ  გათავისუფლებული თანამშრომლები და საკუთარი უფლებების დასაცვად სასამართლოს მიმართეს, მათ ინტერესებს საია იცავდა.

გათავისუფლებიდან სამი წლის შემდეგ, სასამართლოს გადაწყვეტილების დროს, გორის მერი არც ზურაბ ჯირკველიშვილია და ა(ა)იპის დირექტორად აღარც ზაზა კოშაძე მუშაობს. თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ადგილობრივ ბიუჯეტიდან მოხდება გათავისუფლებული ხუთივე თანამშრომლისთვის განაცდურის ანაზღაურება. რაც შეეხება კომპენსაციის საკითხს, საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით რაზმაძემ განაცხადა, რომ გათავისუფლებულ თანამშრომლებთან შეთანხმებას მიაღწიეს და სამსახურში აღდგენის სანაცვლოდ კომპენსაციას აღარ მოითხოვდნენ.

,,სასამართლომ  120 000 ლარი დააკისრა მუნიციპალიტეტს, თუმცა მერმა შეძლო შეთანხმება და 60 000 ლარზე ჩამოვიდა თანხა. ვინაიდან, ჩვენ ვართ სამართალმემკვიდრე, ჩვენი გადასახდელი იყო ეს თანხა“, -ამბობს დავით რაზმაძე, რომელიც აღნიშნულ საქმეზე პასუხიმგებლობას, ა(ა)იპის ხელმძღვნელთან ერთად გორის მაშინდელ მერსაც აკისრებს.  

ადვოკატ თამარ თედლიაშვილის თქმით, ჩინოვნიკების შეცდომებზე ბიუჯეტი არ უნდა ზარალდებოდეს.

„ბრძანების გამომცემ თანამდებობის პირს უნდა ჰქონდეს გააზრებული ის შედეგები, რომელიც შეიძლება, მოჰყვეს მის უკანონო ბრძანებას, რასაც ამ შემთხვევაში ადასტურებს სასამართლოს გადაწყვეტილება და ის დაკისრებული კომპენსაცია, რომელიც ბიუჯეტს აზარალებს. ამიტომ, აუცილებლად უნდა იყოს პასუხისმგებლობის საკითხი გაწერილი იმ ადამიანის მიმართ, რომელიც გამოსცემს უკანონო ბრძანებას", - აცხადებს თედლიაშვილი.

ადამიანის უფლებათა ცენტრის შიდა ქართლის ორგანიზაციის იურისტის, ალექსი მერებაშვილის განაცხადებით, ამ შემთხვევაში უფლებამოსილ ორგანოს აქვს უფლება, აღნიშნული თანხა რეგრესის წესით მოითხოვოს ზიანის მიმყენებელი ფიზიკური პირისაგან: “სამწუხაროდ, პრაქტიკა არის ასეთი, რომ, როდესაც ხდება უკანონოდ გათავისუფლებულისათვის კომპენსაციის გაცემა, ეს ხდება ბიუჯეტიდან, ხოლო თავის მხრივ საბიუჯეტო ორგანიზაცია არ ითხოვს ხოლმე ამ თანხას უკანონო ბრძანების გამცემი თანამდებობის პირისაგან. სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც ხელმძღვანელი თანამდებობის პირები წახალისებული არიან გამოსცენ დაუსაბუთებელი და შესაბამისად, უკანონო ბრძანებები, მიაყენონ ზიანი ბიუჯეტს და თავად დარჩნენ პასუხისმგებლობის გარეშე. მოქმედი კანონმდებლობა იძლევა საშუალებას უკანონო ბრძანების გამცემ პირს ორგანიზაციამ მოსთხოვოს სასამართლოს მიერ დაკისრებული კომპენსაციის ზიანის სახით დაბრუნება", -ამბობს მერებაშვილი.

​რაც შეეხება გორის მუნიციპალიტეტის მერიას, გამოიყენებს თუ არა რეგრესის წესს ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებენ. 
 

ახალი ამბები