04:42, Thursday, 18.10.2018
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

კამპანია „იცურე მშვიდად“ ხვალ მორიგ აქციას მდინარე მტკვრის ნაპირზე გამართავს

05.09.2018

 
კამპანია „იცურე მშვიდად“ მორიგ აქციას გამართავს ხვალ, 13:00 საათზე, სამგორის რაიონში, თეკლა ბატონიშვილის ქუჩის ბოლოს მდინარე მტკვრის ნაპირზე, სადაც ერთი თვის წინ 20 და 25 წლის ძმები დაიხრჩვნენ. 

შემთხვევის ადგილზე უწესრიგოდ ყრია ბეტონის კვადრები, რაც სავარაუდოდ წარმოადგენს ადიდებული მდინარის შესაკავებლად სახელდახელოდ მოწყობილ ჯებირს. ეს ადგილი იზიდავს მეთევზეებს და ასევე - მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ ახალგაზრდებს, რომლებიც აქ მტკვარში საბანაოდ შედიან. მდინარის წყალი ძალიან დაბუნძურებულია ქალაქ თბილისის კანალიზაციით, რაც დამატებით საფრთხეს უქმნის მობანავეთა ჯანმრთელობას. 

მდინარე მტკვრის სანაპირო ზოლი აქამდე არასოდეს შესწავლილა მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვისა და შესაბამისი პრევენციული ღონისძიების დაგეგმვის მიზნით. როგორც თბილისში, ისე საქართველოს რეგიონებში, მდინარე მტკვარზე მოქალაქეთა დახრჩობის მრავალი შემთხვევა ფიქსირდება. მსგავს უბედურ შემთხვევებს შინაგან საქმეთა სამინისტრო ფორმალურად იძიებს, ისე, რომ გამოძიება ყოველ ჯერზე მთავრდება საქმის შეწყვეტის დადგენილებით და არ იკვეთება კონკრეტული წყლის ობიექტის მართვასა და მოქალაქეთა უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი უწყებების თუ კერძო კომპანიების ბრალეულობა.

გასულ წელს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნულმა პლატფორმამ 91 არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმოწერით, მიმართა საქართველოს ხელისუფლებას მოთხოვნით, დროულად შემუშავებულიყო წყლის ობიექტებთან დაკავშირებული უბედური შემთხვევების თავიდან აცილების პოლიტიკა. 

იმ ქმედებებს შორის, რაც უნდა განხორციელდეს დახრჩობით გამოწვეული სიკვდილიანობის პრევენციისათვის, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ასახელებს, ერთი შეხედვით, მარტივ, დაბალბიუჯეტიან, მაგრამ პრევენციისთვის ეფექტიან ისეთ ნაბიჯებს, როგორიცაა, მათ შორის: ბარიერების დამონტაჟება წყალთან მისასვლელობის/მისაწვდომობის გასაკონტროლებლად.

კამპანია „იცურე მშვიდად“ 16 ივლისს დაიწყო ანა დოლიძის, ადამიანის უფლებათა ცენტრის, CENN-ის და პროგრესის ცენტრის ინიციატივით. კამპანიის მიზანია ხელისუფლების პასუხისმგებლობის გაზრდა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

სექტემბრიდან კამპანიას „იცურე მშვიდად“ მხარს უჭერს ღია საზოგადოების ფონდი, რომლის დახმარებითაც შესაძლებელი იქნება სხვადასხვა აქციებისა და ადვოკატირების აქტივობების განხორციელება როგორც თბილისში, ისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

საკონტაქტო პირი: ლანა გიორგიძე - 598 46 70 70.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
რომელ საპრეზიდენტო კანდიდატს აძლევთ ხმას?
სალომე ზურაბიშვილი გრიგოლ ვაშაძე დავით ბაქრაძე დავით უსუფაშვილი სხვა კანდიდატს არ მაქვს გადაწყვეტილი არ მივდივარ არჩევნებზე

ბლოგი

უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
1 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ბებია დაიკარგა. უგზო-უკვლოდ დაკარგულთა რიგებს შეუერთდა 73 წლის ბებო, რომლის კვალი საკუთარ სოფელში, ეზოს მახლობლად იკარგება. 
ვრცლად...
კუდები გვაკვირვებს
მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2018 HRIDC