კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების საკითხი

24 სექტემბერი, 2018
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

ოპოზიციიის განცხადებით, წინასაარჩევნო კამპანიის დროს სოციალურ ქსელით მმართველი პარტია ადმინისტრაციულ რესურს იყენებს. ამის მაგალითად კი,  გორის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის, მიშა გოგინაშვილის პირადი მიმოწერა მოჰყავთ, სადაც ის კონკრეტულ პირებს სალომე ზურაბიშვილის ფეისბუქის გვერდზე პრეზიდენტობის კანდიდატის შტაბის გახსნის ვიდეოს მოწონებას სთხოვს. 

,,ქართულ ოცნებას მოსახლეობაში ნდომა აღარ აქვს, ამის გათვალისწინებით, დავალებები მისცეს საჯარო მოხელეებს რათა სალომე ზურაბიშვილის ფეისბუქ გვერდზე მოწონება  დაეფიქსირებინათ. პედაგოგებს, საბავშო ბაღებში დასაქმებულ თანამშრომლებსა და სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულებს ავალებენ, რომ ,,ქართული ოცნების" მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციები მოიწონონ",-  აცხადებს საკრებულოს წევრი ენმ-დან ბექა ქორჩილვა.

სოციალურ ქსელში გავრცელებული დავალების შესახებ ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებს ,,ქართული ოცნების" გორის ორგანიზაციის მდივანი და საკრებულოს წევრი მიშა გოგინაშვილი.

,,არ ვაკეთებ ამ საკითხზე კომენტარს",  - ასე პასუხობს ჟურნალიტებს გოგინაშვილი და ტელეფონს უთიშავს. 

სალომე ზურაბიშვილის შტაბის გახსნის ვიდეოს მომწონებლებს  შორის არიან საჯარო მოხელეებიც და ა(ა)იპ-ში  დასაქმებული პირებიც, რაც არასამთავრობო ორგანიზაციის  წარმომადგენლების განცხადებით  ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე მიანიშნებს. ადამიანის უფლებათა ცენტრისა და საიას რეგიონულ ოფისებში აცხადებენ, რომ საკითხით უწყებათაშორისი კომისიაც უნდა დაინტერესდეს და გაირკვეს, ვინ იყვნენ წერილის ადრესატები. იმ შემთხვევაში, თუ ადრესატები საჯარო მოხელეებიც იყვენენ, ამ შემთხვევაში მესამე სექტორის განცხადებით. ირღვევა საარჩევნო კოდექსი, რაც 2000 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.

ახალი ამბები