კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრი უვადო პატიმრის 16 წლის წინ დაკარგული საქმის დროულ გამოძიებას მოითხოვს

27 სექტემბერი, 2018
 
უვადო პატიმრობაში მყოფი მსჯავრდებულის, გ.მ.-ს სისხლის სამართლის საქმე, 16 წელზე მეტია, დაკარგულია. პრობლემა უპრეცედენტოა იმ თვალსაზრისით, რომ მსჯავრდებულს მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გასაჩივრების უფლება წართმეული აქვს - იმ ელემენტარული მიზეზით, რომ საქმე აღარ არსებობს.

#6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, გ.მ.-ს სამართლებრივ ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავს. შემაშფოთებელია, რომ 1998 წლის სასამართლო განაჩენით უვადოდ თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებულის სისხლის სამართლის საქმე 2002 წლის თებერვალში სწორედ მაშინ გაუჩინარდა, როდესაც უზენაესმა სასამართლომ გააუქმა საქართველოს გენერალური პროკურატურის 2000 წლის 31 აგვისტოს მიღებული დადგენილება. უზენაესმა სასამართლომ განჩინებით განმარტა, რომ ახლადგამოვლენილი გარემოების გამო, პროკურატურაში შეტანილი საჩივრის გადამოწმება, მისი საფუძვლიანობის შემთხვევაში, უნდა მოხდეს ჩატარებული სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედების გზით. საქმე ხელახალი ძიებისთვის გადაეცა გენერალურ პროკურატურას. მას შემდეგ მსჯავრდებულის სისხლის სამართლის საქმის მასალები გამქრალია. 

ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია, რომ დარღვეულია გ.მ.-ს კონსტიტუციური უფლებები. ერთი მხრივ, გაურკვეველ ვითარებაში დაკარგულია სისხლის სამართლის საქმე და ამ საეჭვო ფაქტის შესწავლა აქამდე არ მომხდარა. მეორე მხრივ კი, სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო მსჯავრდებული პირისთვის სისხლის სამართლის საქმის მასალების აღდგენა, რათა მას ესარგებლა კონსტიტუციით  გარანტირებული უფლებით - გაესაჩივრებინა მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი. საბოლოო ჯამში, დაირღვა მსჯავრდებული პირის უფლება - წვდომა მართლმსაჯულებაზე. 

შესაბამისი ინსტიტუციების უმოქმედობის შედეგად, სახელმწიფომ ვერ დაიცვა მსჯავრდებული პირის საქართველოს კონსტიტუციით, სისხლის სამართლის კანონმდებლობითა და საერთაშორისო სამართლით გარანტირებული უფლებები. სისხლის სამართლის საქმის მასალების არარსებობა მსჯავრდებულს ასევე უზღუდავს კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას, საერთაშორისო დონეზე გაასაჩივროს მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი. 

პრობლემა კიდევ უფრო მწვავე და დასაფიქრებელია, თუ გავითვალისწინებთ, რომ მსჯავრდებული საკუთარ თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და აცხადებს, რომ მის მიმართ 1998 წელს გამოტანილი განაჩენი არასამართლიანი და უკანონოა.  

საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში 2006 წლის 14 ივლისიდან დღემდე მიმდინარეობს გამოძიება მსჯავრდებულ გ.მ.-ს სისხლის სამართლის საქმის დაკარგვასთან დაკავშირებით - დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 342-ე მუხლის I ნაწილით, რაც გულისხმობს სამსახურეობრივ გულგრილობას. საქმის გამოძიება გაჭიანურებული და არაეფექტიანია. 12 წლის განმავლობაში საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ვერ მოახდინა იმ პირთა იდენტიფიცირება, რომელთა ქმედებაც დაკავშირებულია მსჯავრდებულის სისხლის სამართლის საქმის მასალების დაკარგვასთან.  

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმართავს საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალურ ინსპექციას, დაწყებული გამოძიება წარმართოს ეფექტიანად და იმსჯელოს უვადო მსჯავრდებულის, გ.მ.-ს დაზარალებულად ცნობის საკითხზე. მნიშვნელოვანია, გამომძიებლები საქმეს იძიებდნენ ინდივიდუალური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლების გათვალისწინებით, რათა შესაძლებელი იყოს საქმეზე სამართლიანი შედეგის მიღება.  საგამოძიებო ორგანოების და მათ მიერ ჩატარებული არაეფექტიანი საგამოძიებო მოქმედებები უნდა გაკონტროლდეს მათი ზედამხედველი ორგანოს - მთავარი პროკურატურის მხრიდან. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი 

ახალი ამბები